მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა
რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

BM.GE30 აგვისტო, 2026, 01:06|bm.ge

7 თვეში საქართველოში ხორბლის და მესლინის იმპორტი შემცირდა. ქვეყანაში სულ 53 მილიონ 666 ათასი დოლარის ღირებულების 209 408 ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, რაც 4.2%-იანი კლებაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის კლება წელს ყაზახური ხორბლის გადმოზიდვების შემცირებით არის განპირობებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი აქტიურად ხორციელდებოდა. წელს კი ცენტრალური აზიის ამ ქვეყნიდან შესყიდვები მხოლოდ იანვარში, თებერვალში, მარტსა და მცირე მოცულობით ივლისში გვქონდა. ჯამში წელს 1 მილიონ 893 ათასი დოლარის ღირებულების 8 048 ტონა ყაზახური ხორბალია შემოსული. კლება 88.7%-ია.

ტრადიციულად რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. ჯამური იმპორტის 93.5% სწორედ რუსულ ხორბალზე მოდის. 7 თვეში საქართველომ $50 მილიონის 194 932 ტონა რუსული ხორბალი შეიძინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის იმპორტს 27.9%-ით აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუ გასული წლის ამ პერიოდში 1 ტონა იმპორტირებული ხორბლის საშუალო ღირებულება 257 დოლარი იყო, წელს ფასი მცირედით 256 დოლარამდე შემცირდა, რაც სრულად რუსული ხორბლის გაიაფებით არის განპირობებული.

ამ პერიოდში, 1 ტონა რუსული მარცვლეულის საშუალო ღირებულება 257.4 დოლარამდეა შემცირებული. გასული წლის ამავე პერიოდში 1 ტონა რუსული ხორბლის საშუალო ფასი 266 დოლარი იყო.

იანვარ-ივლისში ხორბლის იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდანაც განხორციელდა, თუმცა მცირე მოცულობით. ამ მიმართულებიდან ჯამში 1 მილიონ 577 ათასი დოლარის ღირებულების 6 399 ტონა ხორბალი შემოვიდა. საშუალო ფასი 246 დოლარი იყო.

უმნიშვნელო მოცულობით ხორბალი ბელარუსიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან შევიძინეთ.

ცნობისთვის, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტებით, საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად სახმელეთო გზით ხორციელდება, მთავარი მომწოდებელი ქვეყანა კი რუსეთია, სადაც დღეს ხორბლის ჭარბი მოსავლისა და საზღვაო გზების ბლოკირების გამო, მარცვლეულის ფასი შემცირებულია, ეს კი საქართველოში იმპორტირებული ხორბლის ფასზე პირდაპირ აისახება. ამის საპირწონედ, მსოფლიოში რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის მიწოდება საზღვაო გზების ბლოკირების გამო შეფერხებულია, რაც გლობალურად ხორბლის ღირებულებას ზრდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენიმედი
  • ყაველაშვილმა შეიწყალა რუსული კანონის აქციებისას დაკავებული მუმლაძე და ხუტაშვილინეტგაზეთი
  • „ანტიანექსიური პლატფორმა“ — ახალი საზოგადოებრივი გაერთიანება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგფორმულა
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

BM.GE

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

BM.GE

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

BM.GE