მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

70 წლამდე ასაკის პირების პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება - ირაკლი კობახიძე

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 18:04|bm.ge

70 წლამდე ასაკის პირების პენსია 45 ლარით იზრდება და 1-ელი იანვრიდან 415 ლარი იქნება - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალურად შეეცდებიან პენსია ინდექსაციის მიღმაც გაიზარდოს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.

აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით. მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.

ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვა დღეს დასრულდა. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე პენსიის 400 ლარამდე ზრდის საკითხი დააყენეს.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, კობახიძის განცხადებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე თქვა, რომ ზრდის რესურსი არსებობს, თუმცა "ზუსტი ციფრები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტრო არსებულ რესურსებსა და მოსალოდნელ შემოსავლებს საბოლოოდ გააანალიზებს".

აღსანიშნავია, რომ 2027 წლის ბიუჯეტის პირვანდელი პროექტით, საპენსიო უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი ჯამური ხარჯი 555 მილიონი ლარით გაიზარდა და 5 570 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც კანონმდებლობით დადგენილი მინიმუმ 5,1%-იანი ინფლაციის ფონზე პენსიების 5,41%-იანი მატება იყო გათვალისწინებული. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 20 ლარით უნდა გაზრდილიყო და ბარში 390, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 468 ლარი იქნებოდა, 70 წლისა და მეტი ასაკის პირთათვის კი 12,12%-იანი (60-ლარიანი) ზრდით ბარში 555 ლარს, ხოლო მაღალმთიანში 665 ლარს გაუტოლდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 187 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებულია ჩვენი დიდი პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი იმაში, რომ თანამედროვე, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ პროცესში ერის სულიერ ერთობას უზენაესი ქრისტიანული ფასეულობები დაედო საფუძვლადრუსთავი 2
  • კობახიძე: ივანიშვილისთვის აშშ-ის სანქციები უინტერესოა, მთავარი პარტნიორობის აღდგენააფორმულა
  • [დავითაძის] კადრებმა აჩვენა, რომ ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის დაცვით – კობახიძენეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
კობახიძე →წლამდე →

მსგავსი სტატიები

მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიიდან თავდასხმებს ქართველ ხალხზე - კობახიძე

მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიიდან თავდასხმებს ქართველ ხალხზე - კობახიძე

BM.GE

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისთვის წელს ₾58 მილიონი გამოიყოფა | ჯანდაცვის მინისტრი

დევნილი ოჯახებისთვის ფულადი კომპენსაციებისთვის წელს ₾58 მილიონი გამოიყოფა | ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE

ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე

ინდექსაციის წესით 20 ლარით პენსიის ზრდა ჩამორჩება ჩვენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე

"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე

BM.GE