ორიგინალი
დევნილთა 10 000 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა - მიხეილ სარჯველაძე
კომერსანტი·10:29

დევნილთა 10 000 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა - მიხეილ სარჯველაძე

26 ნოემბერი, 2026 · 10:29

„მოლოდინს გადააჭარბა პროგრამის მიმართ ინტერესმა. ბევრად მეტი აღმოჩნდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისთვისაც დროის გათვალისწინებით, ოპტიმალურია სახელმწიფოს შეთავაზება. საბოლოო ჯამში, კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საცხოვრისის ნაცვლად, ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი გაიცემა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ოჯახები თანხას გაკეთებული განაცხადების თანმიმდევრობის მიხედვით მიიღებენ, თუმცა, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გადამოწმების პროცედურები. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ადმინისტრაციული პროცესის შემდეგ, დაიწყება კომპენსაციების გაცემა.

„ვფიქრობ, დაახლოებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკვე მზად ვიქნებით კომპენსაციების გასაცემად. ჩვენ შევეცდებით, გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში, მთლიანად ამოვწუროთ თანხა და დავაკმაყოფილოთ ოჯახები. რაც შეეხება მომდევნო წელს, პროგრამა გაგრძელდება - საბედნიეროდ, მომავალი წლის ბიუჯეტიც იძლევა შესაძლებლობას, შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაკეთებული განაცხადებიდან გამომდინარეობს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: commersant.ge
  1. მთავარი
  2. კომერსანტი
  3. დევნილთა 10 000 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, მიმართვა 15 000-ზე მეტმა ოჯახმა გააკეთა - მიხეილ სარჯველაძე

თემა: ლარი

ამ თემას 15 ქართული წყარო აშუქებს — სულ 132 სტატია.

  • BPN·21:10
    26 მუნიციპალიტეტს 74 520 000 ლარი გამოეყო - რომელს რა თანხა შეხვდება
  • BM.GE·18:53
    „დიასპორის სამიტის“ ორგანიზება საგარეო საქმეთა სამინისტროს 736 ათას ლარი დაუჯდება
  • ტვ პირველი·17:49
    რა ეღირება ლარი ხვალ
  • GHN·17:09
    ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
ლარიოჯახის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

კომერსანტი·10:30

სტრიმინგ სერვისი Tidal-ი სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას აკრძალავს

სტრიმინგ სერვისი Tidal-ი სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მუსიკას აკრძალავს
კომერსანტი·10:10

DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები მიკრობანკ ემბისიში

DWM-ს მხარდაჭერით მოზიდული 13 მლნ ლარის ფინანსური რესურსი და განახლებული ბიზნეს სესხების ნაკრები მიკრობანკ ემბისიში
კომერსანტი·10:00

მსურველი განცხადებას ოჯახის ექიმთან შეავსებს - ორგანოების დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნის წესი დამტკიცდა

მსურველი განცხადებას ოჯახის ექიმთან შეავსებს - ორგანოების დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნის წესი დამტკიცდა
კომერსანტი·10:00

ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე დანარჩენი 17 ერთად, იმავე რეგულაციებით და იგივე მაკროგარემოში - ეკონომისტი

ორი დიდი ბანკი აქტივის ყოველ ლარზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტ მოგებას იღებს, ვიდრე დანარჩენი 17 ერთად, იმავე რეგულაციებით და იგივე მაკროგარემოში - ეკონომისტი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.