მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში 1.2 მლნ მგზავრი და 3 400 რეისი - ქუთაისის აეროპორტი 14 წლისაა
8 თვეში 1.2 მლნ მგზავრი და 3 400 რეისი - ქუთაისის აეროპორტი 14 წლისაა

8 თვეში 1.2 მლნ მგზავრი და 3 400 რეისი - ქუთაისის აეროპორტი 14 წლისაა

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 15:15|bm.ge

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აეროპორტის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტში მგზავრებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართება.

"საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედ კომპანიებსა და პარტნიორ ობიექტებს. გზავრებისთვის სპეციალური შეთავაზებები ექნებათ. 29 სექტემბერს კი აეროპორტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც მგზავრებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი აქტივობა და სიურპრიზები. ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია 16 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს, მათგან 25 ევროპული მიმართულებაა. საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება", - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტმა 1.22 მილიონზე მეტი მგზავრი და 3 400-მდე რეისი მიიღო.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას. დასასრულს უახლოვდება ახალი, 3.5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პროექტის დასრულების შემდეგ აეროპორტი დიდი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღებას შეძლებს, რაც შორ მანძილზე საჰაერო კავშირების გაფართოების შესაძლებლობას შექმნის", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდარუსთავი 2
  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE