მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $138.9 მლნ-ის უალკოჰოლო სასმელები გავიდა - სად იყიდება პროდუქცია?
8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $138.9 მლნ-ის უალკოჰოლო სასმელები გავიდა - სად იყიდება პროდუქცია?

8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $138.9 მლნ-ის უალკოჰოლო სასმელები გავიდა - სად იყიდება პროდუქცია?

BM.GE28 სექტემბერი, 2026, 13:54|bm.ge

საქართველოდან უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი მზარდია. საქსტატის თანახმად, 2026 წლის 8 თვეში საზღვარგარეთ სულ 138.9 მლნ დოლარის ღირებულების არაალკოჰოლური სასმელები გავიდა, რაც 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საუბარია მინერალურ და გაზიან წყლებზე შაქრის შემცველობით.

რაოდენობრივად კი ამ პროდუქციის ექსპორტმა 124.5 მლნ ლიტრი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მოცულობა 111.5 მლნ ლიტრი იყო.

ქართული უალკოჰოლო სასმელების მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 32.5 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაოდენობრივად კი ამ ბაზარზე ექსპორტმა 34.1 მლნ ლიტრი შეადგინა.

ქართული უალკოჰოლო სასმელების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

• რუსეთი - 32.5 მლნ აშშ დოლარის (111.5 მლნ ლიტრი) • აზერბაიჯანი - 25.2 მლნ აშშ დოლარის (17.5 მლნ ლიტრი) • ყაზახეთი - 22.1 მლნ აშშ დოლარის (18.9 მლნ ლიტრი) • სომხეთი - 12.9 მლნ აშშ დოლარის (13.5 მლნ ლიტრი ) • უზბეკეთი - 12.8 მლნ აშშ დოლარის (8.6 მლნ ლიტრი) • ისრაელი - 7.6 მლნ აშშ დოლარის (8.7 მლნ ლიტრი) • უკრაინა - 6.1 მლნ აშშ დოლარის (5.7 მლნ ლიტრი) • ყირგიზეთი - 4.1 მლნ აშშ დოლარის (2.9 მლნ ლიტრი) • ბელარუსი - 3.1 მლნ აშშ დოლარის (2.1 მლნ ლიტრი) • ლიეტუვა - 1.9 მლნ აშშ დოლარის (1.9 მლნ ლიტრი)

აღსანიშნავია, რომ "თიბისი კაპიტალის" თანახმად, 2025 წელს საქართველოში 474 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოვა, ხოლო წარმოების ღირებულებამ თითქმის 1 მილიარდი ლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდარუსთავი 2
  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE