ორიგინალი
"800 000 ავტომობილია და 30 000 პარკინგი. ეს რიცხვები თანხვედრაში ვერასდროს მოვა" - მევლუდ მელაძე საცობების მოგვარების გზებზე
BM.GE·23:08

"800 000 ავტომობილია და 30 000 პარკინგი. ეს რიცხვები თანხვედრაში ვერასდროს მოვა" - მევლუდ მელაძე საცობების მოგვარების გზებზე

27 ნოემბერი, 2026 · 23:08

დედაქალაქში არსებული სატრანსპორტო კოლაფსი მხოლოდ საჯარიმო სანქციების გამკაცრებითა და შეზღუდვებით ვერ მოგვარდება; საჭიროა პრობლემის კომპლექსური ხედვა, არასწორი ურბანული განაშენიანების შედეგების გააზრება და "ბლიც-გადაწყვეტილებების" მიღება - ამის შესახებ "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, მერიის პირვანდელი გათვლა, რომ მოქალაქეები კერძო ავტომობილებზე უარს იტყოდნენ და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდებოდნენ, ვერ გამართლდა, რადგან სისტემა მგზავრთა არსებულ ნაკადს ვერ აკმაყოფილებს. მევლუდ მელაძის თქმით, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული და ხელმისაწვდომი არ გახდება, მოქალაქეები უპირატესობას მაინც პირად ავტომობილს მიანიჭებენ:

"ხალხი ორი-სამი გაჩერებით იქით მიდის ფეხით, რომ ავტობუსში როგორღაც მოხვდეს, რადგან კონკრეტულ გაჩერებაზე ასვლა ფიზიკურად შეუძლებელია. როდესაც არჩევანი დგას გადაჭედილ ტრანსპორტსა და პირად ავტომობილს შორის, თუ მინიმალური საშუალება მაინც გაქვს, გირჩევნია, საკუთარ მანქანაში, საცობში იჯდე შედარებით კომფორტულად. ამიტომაც არ მცირდება ავტომობილების რაოდენობა", - ამბობს მელაძე.

ავტოფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ყურადღებას საპარკინგე ადგილებისა და ავტომობილების რაოდენობის მკვეთრ აცდენაზეც ამახვილებს: "როგორ შეიძლება ვისაუბროთ არასწორ პარკირებაზე, როდესაც დედაქალაქში ავტომობილების რიცხვი 800 000-ს აჭარბებს, მუნიციპალური პარკირების ადგილების რაოდენობა კი 30 000-ს ვერაფრით გასცდა?! ეს ორი რიცხვი ერთმანეთთან თანხვედრაში ვერასდროს მოვა. ადამიანს რომც არ უნდოდეს მანქანით გასვლა, ის სადღაც ხომ უნდა გააჩეროს?".

შეზღუდვა კენტი და ლუწი სანომრე ნიშნების მიხედვით

მევლუდ მელაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოძრაობის კენტ და ლუწ დღეებად დაყოფის ინიციატივას. მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის ათენის ათწლეულების გამოცდილება, ადასტურებს, რომ მსგავსი აკრძალვები საპირისპირო შედეგს იძლევა:

"კენტებისა და ლუწების სისტემას კატეგორიულად ვემიჯნები. ათენის მაგალითზე ჩატარებულმა მრავალგვერდიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამით მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. ჩვენთან ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები მეორე, შედარებით იაფ ავტომობილს იყიდიან და ქალაქში მანქანების რაოდენობა კი არ შემცირდება, გაიზრდება.

გარდა ამისა, ჩვენს რეალობაში უამრავი ადამიანი ორ ან სამ სამსახურში მუშაობს, დღის განმავლობაში სხვადასხვა წერტილში უწევს გადაადგილება და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამას უბრალოდ ვერ მოასწრებს", - ამბობს მელვუდ მელაძე.

რაც შეეხება ევროპულ პრაქტიკას (მაგალითად, სამსახურში კოლეგების ერთი მანქანით წასვლა), ექსპერტი აღნიშნავს, რომ თბილისის რელიეფისა და გზებზე არსებული ვითარების გამო მეზობელ უბანში ვინმესთვის გავლა იმდენად დიდ დროს მოითხოვს, რომ ეს მოდელი აქ ვერ მუშაობს.

ე.წ. Yellow Box-ები

გზაჯვარედინებზე ყვითელი ბადეების ("Yellow box") მოწყობას მელაძე დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ეს ელემენტი საცობებს ვერ გააქრობს და გარკვეულ ეტაპზე რიგების გახანგრძლივებაც შეუძლია.

"Yellow box-ები წესიერ მძღოლებს შეეშველება და წესების დამრღვევებს გაფილტრავს. თუმცა, პირველ ეტაპზე, დაჯარიმების შიშით მძღოლები ზედმეტად ფრთხილები იქნებიან, რაც გზაჯვარედინამდე მომლოდინე ნაკადის კუდს კიდევ უფრო გაზრდის. ნებისმიერი მცირე შეფერხება ჯაჭვურ ჩახერგვას იწვევს", - ამბობს ის.

ავტოფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გამოსავალს გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს და საგზაო განათლების საბავშვო ბაღებიდან დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს: "ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და ეთიკის სწავლება ბაღიდან და სკოლიდან უნდა დავიწყოთ, რათა მომავალი თაობისთვის წესების დაცვა, ავტობუსის გატარება თუ სხვისი პატივისცემა ბუნებრივი ქცევა იყოს".

მევლუდ მელაძის განცხადებით, იგი დედაქალაქის ხელმძღვანელობასთან დიალოგისთვის მზადაა და მერიას კონკრეტული სტრუქტურის შექმნას სთავაზობს.

"დედაქალაქში ბევრი ისეთი ადგილია, სადაც მცირე, ლოკალური გადაწყვეტილებაც კი კონკრეტული კვანძის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლიდა. ამისთვის მერიაში უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივად გადაადგილდება ქალაქში ყველა სახის ტრანსპორტით - ავტომობილით, ავტობუსით, ველოსიპედით თუ სკუტერით. ისინი ადგილზე დაინახავენ რეალურ პრობლემებს და სწრაფ, ე.წ. ბლიც-გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც პარალელურად საფუძვლად დაედება უფრო მსხვილ, სისტემურ რეფორმებს", - აცხადებს მევლუდ მელაძე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "800 000 ავტომობილია და 30 000 პარკინგი. ეს რიცხვები თანხვედრაში ვერასდროს მოვა" - მევლუდ მელაძე საცობების მოგვარების გზებზე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·23:00

იტალიური ბრენდი Armani ლუქს-კლასის სასტუმროების ქსელს ეგვიპტესა და საუდის არაბეთში აფართოებს

იტალიური ბრენდი Armani ლუქს-კლასის სასტუმროების ქსელს ეგვიპტესა და საუდის არაბეთში აფართოებს
BM.GE·22:50

ჩინურ კომპანიებზე ჩიპების გაქირავების შემთხვევაში, Nvidia-ს პარტნიორებს ჩიპებს აღარ მიაწვდის

ჩინურ კომპანიებზე ჩიპების გაქირავების შემთხვევაში, Nvidia-ს პარტნიორებს ჩიპებს აღარ მიაწვდის
BM.GE·22:32

ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს - თამარ იოსელიანი

ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს - თამარ იოსელიანი
BM.GE·22:25

ტოკიოში საბაზო ინფლაციამ 16-თვიან მაქსიმუმს, 2.9%-ს მიაღწია

ტოკიოში საბაზო ინფლაციამ 16-თვიან მაქსიმუმს, 2.9%-ს მიაღწია
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.