მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 ივლისს, თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება|HR hub
9 ივლისს, თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება|HR hub

9 ივლისს, თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება|HR hub

BM.GE3 ივლისი, 2026, 14:20|bm.ge

HR hub-ის ორგანიზებით, 9 ივლისს, სასტუმრო Courtyard Tbilisi-ში, 17:00-19:00 საათზე, დასაქმების ფესტივალი გაიმართება.

როგორც BMG-ის HR hub-დან აცნობეს, ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

კანდიდატებთან შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები დამსაქმებლებს და უშუალოდ გაესაუბრონ HR მენეჯერებს.

მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტს საერთაშორისო გამოცდილებით, დავით ხელიძეს, რომელიც ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას გაუწევს.

ფესტივალის ფარგლებში შეძლებთ მიიღოთ: კარიერული კონსულტაცია; რეზიუმესა და LinkedIn პროფილის შეფასება; პირადი ბრენდის განვითარების რეკომენდაციები; გასაუბრებისთვის მომზადების პრაქტიკული რჩევები; კონსულტაცია საერთაშორისო და დისტანციური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა დამსაქმებლებმა უნდა მისწერონ info@hrhub.ge-ს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირიიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

BM.GE

როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

როგორ შეცვალა სერიალმა „Yellowstone“ ამერიკის უძრავი ქონება

BM.GE

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

სამაცივრეებში შენახული პროდუქცია 31.6%-ით, გაყიდვების ღირებულება კი 59.4%-ით გაიზარდა

BM.GE

7 თვეში საგადასახადო დარღვევის 11 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

7 თვეში საგადასახადო დარღვევის 11 800-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა - შემოსავლების სამსახური

BM.GE