მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ხვალ დსთ-ს ლიდერთა სამიტი გაიმართება - ვინ დაესწრება და რა საკითხებს განიხილავენ?
ხვალ დსთ-ს ლიდერთა სამიტი გაიმართება - ვინ დაესწრება და რა საკითხებს განიხილავენ?

ხვალ დსთ-ს ლიდერთა სამიტი გაიმართება - ვინ დაესწრება და რა საკითხებს განიხილავენ?

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 12:41|bm.ge

თურქმენეთის ქალაქ თურქმენბაშის ავაზის ტურისტულ ზონაში 9 ოქტომბერს დსთ-ს ლიდერთა მორიგი ყოველწლიური სამიტი გაიმართება.

ქვეყნის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის თავმჯდომარეობით, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა საბჭოსა და ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთა მეთაურების საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.

როგორც მედია წერს, მასშტაბური შეკრება მიზნად რეგიონულ გამოწვევებზე რეაგირებასა და პარტნიორული კავშირების გამყარებას ისახავს.

რაც შეეხება სამიტების მონაწილეებს, ავაზაში პოსტსაბჭოთა სივრცისა და რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების პირველი პირები შეიკრიბებიან. ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის ფორმატში მოლაპარაკებებში უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი, ტაჯიკეთის ლიდერი ემომალი რაჰმონი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიიღებენ მონაწილეობას.

დსთ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს მუშაობაში კი ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩაერთვებიან. ამასთან, საერთაშორისო შეხვედრას სპეციალური სტუმრის სტატუსით ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ირანის პრეზიდენტი რუს კოლეგასთან ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შეხვედრების დღის წესრიგი რეგიონული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სამართალდამცავ სფეროში კოორდინაციის საკითხებს მოიცავს. ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერები ყურადღებას სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობაზე, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და კლიმატის ცვლილებაზე გაამახვილებენ.

მხარეები ცალკე ფორმატში ამუდარიისა და სირდარიის აუზებში წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მექანიზმებსაც განიხილავენ. დსთ-ის ფარგლებში დელეგაციებმა თხუთმეტზე მეტ საკითხს შეათანხმებს. მათ შორის იქნება სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება და მედიასივრცეში ერთობლივი მუშაობა. ამას გარდა, საგარეო საქმეთა მინისტრები კოსმოსურ სივრცეში შეიარაღების რბოლის თავიდან აცილების მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებასაც მიიღებენ.

ცნობისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა წელს დაარსების 35 წლისთავს აღნიშნავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკითხი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • მაკრონი: „ვფიქრობ, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განვიხილოთ“ფორმულა
  • მედია: კაია კალასი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის გზებს ეძებს​რუსთავი 2
  • გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორიტვ პირველი
  • კალასი: საქართველოს საკითხს იანვარში დავუბრუნდებითნეტგაზეთი
საკითხი →

მსგავსი სტატიები

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

გენერაციის შეზღუდვა ინვესტორებისთვის ძალიან მძიმე გზავნილია - გიორგი აბრამიშვილი

BM.GE

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

რა ბედი ელით მოქალაქეებს, რომლებიც სუროგაციას გეგმავდნენ? - კირცხალიას პასუხი

BM.GE

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

სუროგაციის აკრძალვამ არ უნდა შეზღუდოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი სუროგაციის შესაძლებლობა - მიქელაძე

BM.GE

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

კირცხალია განმარტავს, რატომ მოუხსნეს დაცვა მამუკა მდინარაძეს

BM.GE