
9 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავება 0.7%-ით შემცირდა, მოხმარება 2.6%-ით გაიზარდა | TBC Capital
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ჯამურად გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 0.7%-ით შემცირდა და 10,308 გვტ. საათი შეადგინა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიმოხილვაშია აღნიშნული.
მხოლოდ სექტემბერში საქართველომ 1,133 გვტ. სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც წლიურად 2.3%-იანი ზრდაა. გასულ თვეში გამომუშავება წყაროების მიხედვით შემდეგნაირად შეიცვალა:
• ჰიდრო: 872 გვტ. სთ (+8.3% წ/წ)
• თბოგენერაცია: 249 გვტ. სთ (-15.4% წ/წ)
• ქარი: 10.1გვტ. სთ (+40 .7% წ/წ)
• მზე: 1.9 გვტ. სთ
რაც შეეხება მოხმარებას, წლის პირველ ცხრა თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურ ჭრილში 2.6%-ით გაიზარდა და 10,874 გვტ. საათი შეადგინა. სექტემბერში საქართველომ 1,094 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 1.4%-ით აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს. სექტემბრის მოხმარება კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდა:
• საცალო მოხმარება: 663 გვტ. სთ (+3.2% წ/წ)
• პირდაპირი მოხმარება: 287 გვტ. სთ (-0.4% წ/წ)
• აფხაზეთის ა/რ: 144 გვტ. სთ (-2.6% წ/წ)
ცხრა თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა 5.77 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1.3%-იანი შემცირებაა. სექტემბერში კი საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 6.17 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 4.5%-იანი ზრდაა.
"თიბისი კაპიტალის" თანახმად, სექტემბერში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი თითქმის თანაბარი იყო. საგარეო ვაჭრობა სრულად აზერბაიჯანში განხორციელდა და სისტემურ საჭიროებას წარმოადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge