მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 5.7%-მდე ამცირებს
თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 5.7%-მდე ამცირებს

თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 5.7%-მდე ამცირებს

BM.GE20 ოქტომბერი, 2026, 23:42|bm.ge

თიბისი კაპიტალი 2026 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზს მცირედით, 6%-დან 5.7%-მდე ამცირებს. ამის შესახებ მაკროეკონომიკურ განახლებაშია აღნიშნული.

პუბლიკაციის თანახმად, ეს იმითაა განპირობებული, რომ უმაღლესი განათლების საფასურის კლების გავლენა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების წესის ცვლილებას უკავშირდება, ნავთობისა და საკვების მხრიდან დამატებით ზეწოლას აჭარბებს. მოსალოდნელია, რომ ოქტომბერ-ნოემბერში წლიური ინფლაცია შემცირდება, ხოლო დეკემბერში კვლავ გაიზრდება, რაც საბაზო ეფექტებს უკავშირდება.

"ინფლაციური წნეხის ხანგრძლივობის მხრივ ყველაზე საყურადღებო მომსახურებაა, რადგან მომსახურების ფასები ადგილობრივ ეკონომიკურ გარემოსთან უფრო მჭიდრო კავშირშია და მათი ზრდა, როგორც წესი, უფრო მდგრადია. ადმინისტრაციულად განსაზღვრული ფასებისა და განათლების გარეშე, მომსახურების გაძვირების ტემპი ბოლო თვეებში 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია, განსაკუთრებით ქირისა და სამედიცინო მომსახურების მხრივ, თუმცა ამ ორი კომპონენტის გამორიცხვითაც ზრდის ტემპი მაღალი რჩება.

როგორც თიბისი კაპიტალის წინა განახლებებშიც იყო აღნიშნული, ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია. ოქტომბერში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ისევ ბარელზე 100 დოლარზე ზემოთ ივაჭრება, რაც, ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების აღდგენის ნიშნების მიუხედავად, გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკს უკავშირდება. საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორის ისტორიულად მაღალი კავშირის გათვალისწინებით, გლობალურ ბირჟაზე ნავთობის გაძვირება ინფლაციური წნეხის ზრდაში აისახება. დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, ოქტომბერში საწვავი მსხვილ ქსელებში დამატებით გაძვირდა. თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დეკემბრისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასის 80-85 აშშ დოლარის ფარგლებში დასტაბილურების დაშვებას მოიაზრებდა. ამდენად, ფასის მაღალ დონეზე შენარჩუნება ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედებს.

რაც შეეხება სურსათს, საერთაშორისო ფასების ცვლილება ადგილობრივ ფასებზე უფრო ნელა და ნაკლები მასშტაბით აისახება. სექტემბერში სურსათის გლობალური ფასების ინდექსი კვლავ გაიზარდა და 2022 წლის ბოლოს შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. მიუხედავად ამისა, საქართველოში სურსათის წლიური ინფლაცია 2025 წლის საშუალო 8.4%-დან სექტემბერში 3.6%-მდე შენელდა, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის შემთხვევაში დეფლაცია ფიქსირდება. ეს შენელება მთლიან ინფლაციაზე შემაკავებელი მიმართულებით მოქმედებს, ამიტომ სურსათის გაძვირების ხელახალი აჩქარება ინფლაციის ზრდის მთავარ რისკად რჩება",- წერია შეფასებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Nvidia ევროპაში $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს

Nvidia ევროპაში $10-მილიარდიანი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ოთხ გერმანულ სტარტაპს დააფინანსებს

BM.GE

ევროკავშირი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას გეგმავს

ევროკავშირი არქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას გეგმავს

BM.GE

“2020 წლამდე „ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს კი ხმების 85–90% მიიღო” - ღარიბაშვილი

“2020 წლამდე „ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს კი ხმების 85–90% მიიღო” - ღარიბაშვილი

BM.GE

“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი

“მინდა, გავიხსენო დავით გარეჯის საკითხი” - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE