მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BOSS თბილისი აუთლეტ ვილიჯში იხსნება - “ვიქტორია98”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა
BOSS თბილისი აუთლეტ ვილიჯში იხსნება - “ვიქტორია98”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა

BOSS თბილისი აუთლეტ ვილიჯში იხსნება - “ვიქტორია98”-თან შეთანხმებას ხელი მოეწერა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 17:30|bm.ge

მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ ბრენდი რეგიონის პირველ აუთლეტ ვილიჯს შეუერთდება.

BOSS-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია თბილისი აუთლეტ ვილიჯის განვითარებისთვის, რადგან პროექტი აგრძელებს საერთაშორისო ბრენდების პორტფელის გაძლიერებას. BOSS წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვან აუთლეტ ვილიჯებში და მომხმარებელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. თბილისი აუთლეტ ვილიჯში გახსნით ბრენდი პირველად იქნება წარმოდგენილი რეგიონის ბაზარზე, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ საერთაშორისო აუთლეტ გამოცდილებით და BOSS-ის პრემიუმ კოლექციებზე ხელმისაწვდომობით.

რეგიონში BOSS-ის ოფიციალური წარმომადგენელია „ვიქტორია 98“ - პრემიუმ და ლუქს მოდის რიტეილის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. „ვიქტორია 98“ ექსკლუზიური პარტნიორია ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Zegna, Paul & Shark და სხვა მრავალი ცნობილი პრემიუმ და ლუქს კლასის ბრენდი. კომპანია ასევე ფლობს პრემიუმ მულტიფორმატულ მაღაზიებს, როგორიცაა “გარდერობი”, “ჯენტლმენი” და სხვა წარმატებულ სავაჭრო სივრცეები.

„მოხარულები ვართ, რომ BOSS შემოუერთდა თბილისი აუთლეტ ვილიჯის ბრენდების პორტფელს. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი განვითარების სტრატეგიისთვის და კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო ბრენდების ინტერესს საქართველოს ბაზრისა და ჩვენი პროექტის მიმართ. დარწმუნებულები ვართ, რომ BOSS-ის გახსნა განსაკუთრებულ ღირებულებას შესძენს როგორც ქართველ მომხმარებლებს, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს,“ - გუგა ცანავა (თბილისი აუთლეტ ვილიჯის მმართველი პარტნიორი)

BOSS Outlet მომხმარებლებს შესთავაზებს ბრენდის აუთლეტ კოლექციებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია განსაკუთრებულ ფასებში შეიძინონ.

თბილისი აუთლეტ ვილიჯი ქალაქის ცენტრიდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს და 40-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს, მათ შორის არაერთ საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ აუთლეტ ვილიჯში არის წარმოდგენილი. სტუმრებისთვის მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია 30%-დან 70%-მდე ფასდაკლებები, ღია ცის ქვეშ მოწყობილი კომფორტული გარემო, გასტრონომიული სივრცეები და შოპინგის მრავალფეროვანი გამოცდილება.

BOSS-ის აუთლეტ მაღაზია თბილისი აუთლეტ ვილიჯში 2027 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

[ივანიშვილის] სანქციებზე საუბარი არ გვქონია, საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას შეეხებოდა - ირაკლი კობახიძე

[ივანიშვილის] სანქციებზე საუბარი არ გვქონია, საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას შეეხებოდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს

ირაკლი კობახიძე "აზარტული თამაშების კანონში" ცვლილებებს უმნიშვნელოს უწოდებს

BM.GE

9 თვეში მშენებლობის ნებართვა 8.65 მლნ მ²-ზე გაიცა - როგორია წლიური დინამიკა?

9 თვეში მშენებლობის ნებართვა 8.65 მლნ მ²-ზე გაიცა - როგორია წლიური დინამიკა?

BM.GE

[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი

[გაზის ტარიფი] ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, სემეკის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ - პრემიერი

BM.GE