მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 9 თვეში საქართველომ $11.7 მილიონის საქონლის გაციებული ხორცი იყიდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?
9 თვეში საქართველომ $11.7 მილიონის საქონლის გაციებული ხორცი იყიდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

9 თვეში საქართველომ $11.7 მილიონის საქონლის გაციებული ხორცი იყიდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს?

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 12:39|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლის გაციებული ხორცის იმპორტი ღირებულებით და რაოდენობრივად გაიზარდა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 11.7 მლნ დოლარის ღირებულების 2 047 ტონა პროდუქტი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 6.5 მლნ დოლარს, მოცულობა კი 1 171 ტონას შეადგენდა.

შედეგად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქონლის გაციებული ხორცის იმპორტის ღირებულება წლიურად 80.6%-ით, ხოლო რაოდენობა 74.8%-ით გაიზარდა.

წელს, 9 თვეში იმპორტის ძირითადი მომწოდებელი ქვეყნები ბელარუსი და უკრაინა იყვნენ. ბელარუსიდან საქართველოში 5.5 მლნ დოლარის ღირებულების, 998 ტონა საქონლის გაციებული ხორცი შემოვიდა, უკრაინიდან კი – 4.8 მლნ დოლარის ღირებულების 940 ტონა.

მომწოდებელ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე რუსეთია, საიდანაც 552 ათასი დოლარის ღირებულების 88 ტონა ხორცის იმპორტი განხორციელდა. შემდეგ მოდის აშშ – 456 ათასი დოლარის ღირებულების 12 ტონით, ხოლო ავსტრალია – 241 ათასი დოლარის ღირებულების 5 ტონით.

დანარჩენი იმპორტი შედარებით მცირე მოცულობებზე ნაწილდება. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოში 67 ათასი დოლარის ღირებულების 1.9 ტონა, საფრანგეთიდან 27 ათასი დოლარის ღირებულების 400 კილოგრამი, იაპონიიდან 15 ათასი დოლარის ღირებულების 200 კილოგრამი საქონლის გაციებული ხორცი შემოვიდა.

ესპანეთიდან იმპორტმა 4.6 ათასი დოლარი და 100 კილოგრამი, არგენტინიდან კი 4.2 ათასი დოლარი და 200 კილოგრამი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან საქონლის გაციებული ხორცის ექსპორტი არ განხორციელებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • "გონიერი კონტრაქტის" მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდარუსთავი 2
  • “ბოლო 9 თვეში უკრაინულმა დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს” – მოსკოვინეტგაზეთი
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

დეველოპერი მერიას, ვაკეში კოეფიციენტის 40 სართულამდე გაზრდისთვის ₾31.7 მილიონს სთავაზობს

BM.GE

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი - საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

BM.GE

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

NVIDIA-ს დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი გადადგა

BM.GE

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია

BM.GE