მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადენაუერის ფონდი ქართული „გრანტების შესახებ კანონის“ გამო დაიხურა - განცხადება
ადენაუერის ფონდი ქართული „გრანტების შესახებ კანონის“ გამო დაიხურა - განცხადება

ადენაუერის ფონდი ქართული „გრანტების შესახებ კანონის“ გამო დაიხურა - განცხადება

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 14:07|bm.ge

საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობა დაიხურა - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.

ფონდში განმარტავენ, რომ დახურვის მიზეზი „ქართული ოცნების“ მთავრობის პოლიტიკურ-სამართლებრივი ჩარჩოს შედეგია.

"თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც KAS-ს აღარ შეუძლია ადგილზე შეასრულოს თავისი, როგორც პოლიტიკური ფონდის, ძირითადი მისია.

2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ უარყო კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) განაცხადები მისი საპროექტო საქმიანობის დაფინანსების თაობაზე, რომლებიც წარდგენილი იყო ახალი ქართული „გრანტების შესახებ კანონის“ საფუძველზე. ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, რათა ახალი ჩარჩოს პირობებში მუშაობის გაგრძელება შესაძლებელი გამხდარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა თანხვედრაში ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიასთან. საქართველოში მხოლოდ ფიზიკური ყოფნა, ჩვენი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის მისაღებ ალტერნატივას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ოფისის დახურვა არის საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენს საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების გარდაუვალი შედეგი.

2003 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) მოწოდებულია საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროპული ურთიერთგაგების ხელშეწყობისკენ. მისი საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის გრანტებით.

ორ ათწლეულზე მეტია, ფონდი მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში, დემოკრატიულ და სამართლებრივ ინსტიტუტებს, წარსულის გააზრებას, რელიგიათაშორის დიალოგს, ქართულ პარლამენტარიზმს, გერმანულ-ქართულ ურთიერთობებსა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამებისა და სტიპენდიების მეშვეობით, მან ასევე მხარი დაუჭირა ახალგაზრდა ქართველების არაერთ თაობას. პოლიტიკურ, აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად, KAS თანამონაწილეობდა ქვეყნის ევროპული რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესებში.

ფონდი საქართველოსა და თავისი მრავალწლიანი პარტნიორების ერთგული რჩება. ის ინარჩუნებს ქვეყანაში როგორც იურიდიული პირის რეგისტრაციას, რათა პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კანონში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • ლევან მახაშვილი: ფუნდამენტურ რაღაცებზე თუ ვთანხმდებით, რომ ერთნაირად ვაფასებთ ძალადობას ევროპაშიც და აქაც, კანონებს, კომპრომისების მოძიებაც დიალოგით შესაძლებელია. არა მინისტრების მონაწილეობით მიტინგებზე, არამედ მინისტრები და დიპლომატები მაგიდის გარშემორუსთავი 2
  • ყაველაშვილმა კაზინოების შესახებ კანონს ხელი მოაწერატვ პირველი
  • TI: 24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცა, რაც კანონით აკრძალულიაფორმულა
  • აწესებს არასაჭირო შეზღუდვებს – ვენეციის კომისია „ოცნების“ მიღებულ კიდევ ერთ კანონზენეტგაზეთი
კანონში →

მსგავსი სტატიები

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ₾40 400-ის 166 გრამი ოქროს ნაკეთობები მალულად შემოჰქონდა | RS

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ₾40 400-ის 166 გრამი ოქროს ნაკეთობები მალულად შემოჰქონდა | RS

BM.GE

დაკავშირებადობის ნაწილში გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა აქაც არსებობს პირობები - მარტა კოსი

დაკავშირებადობის ნაწილში გვსურს საქართველოსთან ურთიერთობა, თუმცა აქაც არსებობს პირობები - მარტა კოსი

BM.GE

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

კადრებზე მოთხოვნა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდება, ბაზარი საჭირო ადამიანურ რესურსს ვერ აკმაყოფილებს - ეკატერინე ქავთარაძე

BM.GE

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

BM.GE