მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვები შემცირებულია... ხარისხიანი ტურისტები არ შემოდიან - "ფაფრის ველი"
ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვები შემცირებულია... ხარისხიანი ტურისტები არ შემოდიან - "ფაფრის ველი"

ადგილობრივ ბაზარზე ღვინის გაყიდვები შემცირებულია... ხარისხიანი ტურისტები არ შემოდიან - "ფაფრის ველი"

BM.GE1 აგვისტო, 2026, 13:30|bm.ge

ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მათი პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია.

როგორც “ფაფრის ველის” დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ BMG-სთან განაცხადა, შიდა ბაზარზე რეალიზაციის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტურისტების გეოგრაფიის ცვლილება და საქართველოში დასავლელი ვიზიტორების სიმცირეა.

შალვა ქურდაძე ამბობს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სარესტორნო ბიზნესში შემცირებაა, რაც შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაციაზეც ნეგატიურად აისახება. მისი თქმით, ამ ეტაპზე “ფაფრის ველი” აქცენტს ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე აკეთებს

“ჩვენს კომპანიას გვაწუხებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შემცირებულია, იმიტომ, რომ კატასტროფულად არის შემცირებული რესტორნების ბიზნესი, ხარისხიანი ტურისტები არ შემოდიან ქვეყანაში, ძირითადად მუსლიმური ქვეყნებიდან და რუსეთიდან არიან ვიზიტორები და ფაქტობრივად განახევრებულია [ღვინის გაყიდვები]. ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს შიდა ბაზარზე გაყიდვებზე, თუმცა რაღაც რაოდენობა იყიდებოდა, დაახლოებით 15-20% და ახლა ესეც შემცირებულია. იმ მეღვინეებისთვის, ვინც შიდა ბაზარზე გაყიდვებზე არიან ორიენტირებულები, მათთვის ძალიან ცუდი სიტუაციაა, სამწუხარო რეალობაა ეს.

ორჯერ შემცირებულია ჩვენს შემთხვევაში ღვინის გაყიდვები. ეს ჩვენთვის კატასტროფა არაა, იმიტომ რომ ძირითადად ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. მაგრამ რა თქმა უნდა, უსიამოვნო ფაქტია, ესეც თანხაში გვაკლდება. სამი-ოთხი წლის მაჩვენებელს თუ შევადარებ, ალბათ დაახლოებით 80-იანი ვარდნაა შიდა ბაზარზე. ორი მიზეზია - პირველ რიგში, ხარისხიანი ტურისტები არ შემოდიან, მეორე - მოსახლეობის დიდი ნაწილის მსყიდველუნარიანობა ალბათ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

€30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?

€30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?

BM.GE

ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

BM.GE

AI თაღლითობა ყალბი ფოტოების გამოყენებით - როგორ ამოვიცნოთ თაღლითური პოსტები?

AI თაღლითობა ყალბი ფოტოების გამოყენებით - როგორ ამოვიცნოთ თაღლითური პოსტები?

BM.GE

ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვა

ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვა

BM.GE