მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, დენის გათიშვა ენგურჰესზე "სისტემურ ავარიას" უკავშირდება
აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, დენის გათიშვა ენგურჰესზე "სისტემურ ავარიას" უკავშირდება

აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, დენის გათიშვა ენგურჰესზე "სისტემურ ავარიას" უკავშირდება

BM.GE24 ივლისი, 2026, 13:32|bm.ge

ოკუპირებული აფხაზეთის ენერგეტიკის დე ფაქტო სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ „სისტემურ ავარიას" უკავშირდება. ამის შესახებ ე.წ. სამინისტრომ „ტელეგრამის“ არხზე ღამის დაახლოებით 1 საათზე დაწერა.

განცხადებაში წერია, რომ „მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი აფხაზეთის რესპუბლიკის მასშტაბით“. დაახლოებით სამი საათის შემდეგ კი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ე.წ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ ელექტროენერგია სრულად აღდგენილია.

ცნობისთვის, წუხელ ღამე დაახლოებით 00:10 საათზე საქართველოს მასშტაბით ენერგომომარაგება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფოს ელექტროსისტემის განცხადებით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა.

“ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი - მან თქვა რომ აფხაზებმა ქართველების გენოციდი მოაწყვესფორმულა
  • ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავით ისევ სპეკულირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • აფხაზეთში მოსკოვიდან ჩასულ ტურისტებს თავს დაესხნენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლესრუსთავი 2
აფხაზეთში →

მსგავსი სტატიები

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

ლატვია და ლიეტუვა რუსული მარცვლეულის ტრანზიტის დაბლოკვას გეგმავენ

BM.GE

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

„3-წლიან ვადაში აუცილებლად ჩავეტევით“ - EYE ტრამვაის პროექტზე

BM.GE

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

გომის მთაზე მეწყერი ჩამოწვა – გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის იკეტება

BM.GE

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ

BM.GE