მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აფხაზეთში საწვავის მიწოდება იურიდიულ ჩარჩოში ექცევა, თუმცა სახელმწიფოებრივად დიდ უხერხულობას ქმნის - აკაკი ჩარგეიშვილი
აფხაზეთში საწვავის მიწოდება იურიდიულ ჩარჩოში ექცევა, თუმცა სახელმწიფოებრივად დიდ უხერხულობას ქმნის - აკაკი ჩარგეიშვილი

აფხაზეთში საწვავის მიწოდება იურიდიულ ჩარჩოში ექცევა, თუმცა სახელმწიფოებრივად დიდ უხერხულობას ქმნის - აკაკი ჩარგეიშვილი

BM.GE14 აგვისტო, 2026, 21:27|bm.ge

ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივთან ერთად, მნიშვნელოვანია ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდების საკითხის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით შეფასება.

საქმე ისაა, რომ როგორც 12 აგვისტოს გახდა ცნობილი, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი საწვავი 3 000 ტონას შეადგენდა. 13 აგვისტოს გაირკვა, რომ საწვავი კომპანია "სოლიდუსმა" შეიტანა და რეალურად საუბარია 300 ტონაზე, რომელიც ძირითადად გალის ავტოგასამართ სადგურებს მიეწოდა.

როგორც აკაკი ჩარგეიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდება ექცევა იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობებს არეგულირებს, კერძოდ, საუბარია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე - ის გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას უშვებს, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განსაკუთრებული წესითა და თანხმობით.

"ამ საკითხის გარშემო უნდა განვმარტოთ სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. არის საკითხები, რომელიც კანონით რეგულირდება და შესაძლებელია, რომ საკანონმდებლო ფორმატში მოექცეს. თუმცაღა კანონი, რომელსაც ყველანი ვასახელებთ, ოკუპაციის შესახებ კანონი, თავის მხრივ გარკვეულ ჩარჩოს ადგენს და ერთგვარ რეგლამენტაციას აკეთებს ურთიერთობების ნაწილში, როგორც კულტურული, საგანმანათლებლო, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური. კანონის შინაარსი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებში ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე იურიდიულ პირებზე. კანონს აქვს თავისი ჩარჩო და ბარიერი დადგენილი, რა მომენტამდე, ანუ რა წილობრივი მონაწილეობით და ოდენობით შესაძლებელია, რომ არსებობდეს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიასთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სუბიექტებთან.

რეგულირების ჩარჩოებში შეიძლება ბევრი რამე მოექცეს, თუმცაღა მეორე ნაწილიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესები არსებობს და ჩვენ ქვეყანას რა უფრო გამოადგება და წინ წაგვიყვანს, ეს საკითხებიც ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია",- აღნიშნავს აკაკი ჩარგეიშვილი.

ის განმარტავს პროცესს, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს ახლავს თან: "პრემიერმა გააკეთა განცხადება, მერწმუნეთ, რომ შესწავლილი იყო ეს საკითხი, ნამსჯელი და სპონტანური არ ყოფილა. ვინ იმსჯელა, ვინ შეისწავლა, ვინ უთხრა, რომ ასე სწორი იქნებოდა და ა.შ. ეს დავუტოვოთ და პოლიტიკოსებმაც გააკეთეს ამ საკითხებზე შეფასებები. მაგრამ, პრემიერმა ხომ ზუსტად იცოდა, რომ ეკონომიკური დაბალანსების სამართლებრივი რეგულირება არსებობს და თუკი აქედან ეკონომიკური ურთიერთობა განხორციელდებოდა ოკუპირებულ სუბიექტებთან, ეს მთავრობის დაშვების გარეშე არ ხდება, კანონშიც ასეა გაწერილი.

მთავრობაში, როდესაც ამ საკითხის განხილვა მიდის, პირველ რიგში ეს საკითხი განიხილება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. წესით აქ შედის განაცხადი იმიტომ, რომ იქ არის სპეციალური პანელი, ასე ვთქვათ კომისია, რომელმაც უნდა დაამუშაოს საკითხი და მისცეს მთავრობას, რომ კვოტირება დადგინდეს, რა უნდა შევიდეს. ნებისმიერი ეკონომიკური საკითხის გადაწყვეტა უზარმაზარი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ჭრილში უნდა განიხილებოდეს და განიხილება სავარაუდოდ, და ამას მერე შესაბამისი გარანტიები სჭირდება, რომ იგივე გადაზიდვისას მძღოლი უვნებელი იქნება. ეს საკითხი ადის მერე მთავრობაში, მთავრობამ იცის, აღრიცხული აქვს და უნდა იცოდეს, რა განაცხადი შემოვიდა, რა რაოდენობაზეა საუბარი, როგორ მოხდება გადაადგილება, რომელ საათზე, რომელ წუთში, რა იქნება დანიშნულების პუნქტი, ასე შემდეგ. ყიდვის ოპერაცია უკვე რომელიც მიდის, აქციზი და დღგ არის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი სახელმწიფოს გავლით რომ შევიდა რაღაცა პროდუქცია, ამას თავისი საგადასახადო აღრიცხვიანობა მიჰყვება",- ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.

მისი განცხადებით, დღევანდელ პირობებში, როდესაც რეგიონში გარემო შეცვლილია და მოქმედებს სანქციები უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის პირობებში, ეს ქმედება სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უხერხულობას ქმნის. ამასთან, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობას თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად განახლება სჭირდება.

"მეორე საკითხია, რომ როდესაც კანონი დაიწერა და ძირითადად ეს კანონი შეიქმნა 2008 წლის შემდგომ და მოიცვა, თავისთავად ცხადია, როგორც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია, ასევე სამაჩაბლოს ოკუპირებული ტერიტორია და ზოგადად ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცაღა ბევრი დრო გავიდა, 2026 წელია დღეს და ცვალებად გარემოში და სამყაროში ვართ, არის ბევრი გამოწვევა. როდესაც ეს კანონი დაიწერა, რეგიონში და უკრაინაში ეს მდგომარეობა არ იყო და ეკონომიკაში სანქციები იმ პერიოდში საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ, ამ კანონს გარკვეული ასე ვთქვათ, ტრანსფორმაცია სჭირდება. იმიტომ რომ იმ სანქციების პირობებში, რაც გამოცხადებულია რეალურად საბანკო სფეროში, ევროკავშირის მხრიდან, ინგლისის მხრიდან, ამერიკის მხრიდან, დასანქცირებები როგორ მუშაობს ირანზე, რუსეთზე და ასე შემდეგ - იმ საქმის გაკეთება, რაც ახლა გაკეთდა, ცოტა არ იყოს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის ჩვენი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. თუმცაღა, სამართლებრივად ქართული კანონებით და ასე შემდეგ, მსგავსი ტიპის დაშვებები, ანუ იურიდიულ ჩარჩოში რომ მოვაქციოთ, გვაქვს",- ამბობს სპეციალისტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინესფორმულა
  • ცოტნე ანანიძე: იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც ჩაკეტეს სამაჩაბლოსთან ეკონომიკური ხიდები, ახლა აჟიოტაჟს აგორებენ აფხაზეთში კანონის ფარგლებში, კერძო სექტორის მიერ საწვავის მიწოდებაზე, არადა, „ნაცების” მოსვლამდე არსებობდა ნამდვილი სახალხო ნდობა, რომელიც ახლა ზოგიერთებისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანიაიმედი
  • „ბიზნესმა შეიტანა“ – კობახიძე ადასტურებს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასნეტგაზეთი
  • წყალტუბო აფხაზეთის მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით ბანაკს მასპინძლობს, რომელშიც 12-დან 16 წლამდე ასაკის 35 მოსწავლე მონაწილეობსრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

BM.GE

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

BM.GE

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

კაცხსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

კაცხსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

BM.GE