მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კაცხსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა
კაცხსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

კაცხსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება - ტენდერი უკვე გამოცხადდა

BM.GE14 აგვისტო, 2026, 21:43|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულება 1 707 667.76 ლარია.

ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. პროექტი მოიცავს მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკისა და კიბეების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა, მონასტერში ასასვლელი ლითონის კიბის აღდგენა, სანიტარული კვანძების მოწესრიგება და მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა.

სოფელ კაცხში მოეწყობა კაცხის სვეტის ხედზე ორიენტირებული გადასახედი მოედანი და მასთან მისასვლელი საფეხმავლო ეკო-ბილიკი. ასევე, მოეწყობა უსაფრთხოების დამცავი ბარიერები, საინფორმაციო დაფები და მცირე მოსასვენებელი სივრცე.

"პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისტორიული და ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. მღვიმევის მონასტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის მოთხოვნების დაცვით განხორციელდება, ხოლო სოფელ კაცხში სამუშაოები გარემოში მინიმალური ჩარევის პრინციპით შესრულდება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვიზიტორებისა და მომლოცველებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას და ტერიტორიის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ღირებულებების შენარჩუნებას", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოცხადდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ჭიათურაში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდაიმედი
  • კოლუმბიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდარუსთავი 2
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

პროკურორის თქმით, რომეო მიქაუტაძემ ლილუაშვილისთვის ქრთამად აღებული ფულის გადაცემა დაადასტურა

BM.GE

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

"ჰუმანიტარული და ბიზნესინტერესები დაემთხვა" - როგორ ყიდის "სოლიდუსი" საწვავს აფხაზეთში|ინტერვიუ გიორგი არველაძესთან

BM.GE

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ

BM.GE

აფხაზეთში საწვავის მიწოდება იურიდიულ ჩარჩოში ექცევა, თუმცა სახელმწიფოებრივად დიდ უხერხულობას ქმნის - აკაკი ჩარგეიშვილი

აფხაზეთში საწვავის მიწოდება იურიდიულ ჩარჩოში ექცევა, თუმცა სახელმწიფოებრივად დიდ უხერხულობას ქმნის - აკაკი ჩარგეიშვილი

BM.GE