მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აღმაშენებლის გამზირზე თეატრის დემონტაჟი და მის ადგილზე "თანამედროვე ხელოვნების ეროვნული ცენტრის" მშენებლობა იგეგმება
აღმაშენებლის გამზირზე თეატრის დემონტაჟი და მის ადგილზე "თანამედროვე ხელოვნების ეროვნული ცენტრის" მშენებლობა იგეგმება

აღმაშენებლის გამზირზე თეატრის დემონტაჟი და მის ადგილზე "თანამედროვე ხელოვნების ეროვნული ცენტრის" მშენებლობა იგეგმება

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 02:38|bm.ge

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის №182-ში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და მის ადგილზე თანამედროვე ხელოვნების ეროვნული ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის განსახორციელებლად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბაზრის კვლევა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის საფუძველზეც უწყება სატენდერო ფასს განსაზღვრავს და სახელმწიფო შესყიდვას გამოაცხადებს.

პროექტი ითვალისწინებს არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას და მათი დემონტაჟის ორგანიზების პროექტის მომზადებას. ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს სადემონტაჟო სამუშაოები და მომზადდეს ტერიტორია ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის. საპროექტო ტერიტორია დავით აღმაშენებლის გამზირის №182-ში მდებარეობს და მისი ფართობი 9 083 კვ.მ-ს შეადგენს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ტექნიკური დავალების მიხედვით, ახალი ცენტრი ერთიან არქიტექტურულ კომპლექსად არის დაგეგმილი. იგი შეიძლება შედგებოდეს ერთი ცალკე მდგომი შენობისგან ან ერთმანეთთან დაკავშირებული ორი შენობისგან. კომპლექსში ორი ძირითადი დარბაზი უნდა მოეწყოს. დიდი დარბაზის ფართობი 1 800 კვ.მ იქნება და ის 1 000-1 200 მაყურებელზეა გათვლილი. მასთან დაკავშირებული კულისების ფართობი 400 კვ.მ-ს, საგრიმიოროების კი შესაბამის სივრცეს შეადგენს. მცირე დარბაზი 900 კვ.მ ფართობის იქნება და 500-700 მაყურებელზე იქნება გათვლილი, კულისებისთვის კი 200 კვ.მ სივრცეა გათვალისწინებული.

ცენტრში რამდენიმე სახელმწიფო კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა გაერთიანდება. მათ შორის იქნება საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და საგუნდო კოლექტივი, რომლისთვისაც ინდივიდუალური მეცადინეობის ოთახები, სარეპეტიციო სივრცეები, სანოტო ბიბლიოთეკა და ინსტრუმენტების საწყობები უნდა მოეწყოს. კამერული ორკესტრ „სიმფონიეტასთვის“ გათვალისწინებულია 250 კვ.მ-ის საორკესტრო სარეპეტიციო დარბაზი, ინსტრუმენტების სახელოსნო და საწყობები.

პროექტში ასევე შედის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლისთვის ოთხი საბალეტო დარბაზის ან სტუდიის, საკლასო ოთახების და 450 კვ.მ-ის მცირე სცენის ან დარბაზის მოწყობა. ტექნიკური დავალება ითვალისწინებს პანსიონს 30 მოსწავლისა და 14 მასწავლებლისთვისაც. გოგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასისთვის დაგეგმილია 300 კვ.მ-ის მთავარი საბალეტო სარეპეტიციო და დამატებითი საბალეტო სტუდიები.

კომპლექსში განთავსდება ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ჩრდილების თეატრისთვის განკუთვნილი სივრცეებიც. მათ შორის დაგეგმილია 250 კვ.მ-ის დიდი და საშუალო ზომის თეატრალური სარეპეტიციო სივრცეები და დეკორაციების საწყობები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქალთა გუნდისთვის საგუნდო სარეპეტიციო დარბაზს, ნოტების ბიბლიოთეკასა და ადმინისტრაციულ სივრცეებს.

დაპროექტებისას განსაკუთრებული მოთხოვნები მოქმედებს ტერიტორიის მდებარეობიდან გამომდინარე. საპროექტო ნაკვეთი ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაშია, რის გამოც არქიტექტურული გადაწყვეტა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. ამასთან, ახალი შენობის მოცულობით-სივრცითი გადაწყვეტა მიმდებარე ურბანულ გარემოსთან უნდა იყოს ადაპტირებული.

ტექნიკური დავალება ასევე ითვალისწინებს შენობის სრულად ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, თანამედროვე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების მოწყობას და სპეციალური აკუსტიკური პროექტის მომზადებას. აკუსტიკური გადაწყვეტა ISO 3382-1 სტანდარტის შესაბამისად 3D მოდელირებით უნდა დამუშავდეს. კომპლექსში ასევე უნდა მოეწყოს მინიმუმ 150-ადგილიანი ავტოფარეხი ან პარკინგი, თანამშრომელთა კაფე და გამწვანებული სივრცეები.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ოთხ ეტაპად არის გაყოფილი. პირველი ეტაპი არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლასა და დემონტაჟის ორგანიზების პროექტის მომზადებას მოიცავს, ხოლო შემდგომი ეტაპები ახალი ცენტრის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას უკავშირდება. პირველი სამი ეტაპის შესრულების სრული ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვეა. მეოთხე ეტაპი უკვე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას საავტორო ზედამხედველობას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • მსოფლიო დიპლომატიის ყურადღების ცენტრში ისევ ვაშინგტონი, მოსკოვი და კიევია, სადაც ომის დასრულების გზებზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები აქვთ - ვინ განსაზღვრავს უსაფრთხოების ახალ წესებსრუსთავი 2
  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

Odoo-ს ახალი პარტნიორი საქართველოში: Caucasus ERP კავკასიის ბიზნესს ERP სისტემის დანერგვას სთავაზობს

BM.GE

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

2025 წელს ქვეყანაში მეცნიერულ კვლევებზე ₾282 მლნ ლარი დაიხარჯა | საქსტატი

BM.GE

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

„ლოტუს იმპექტ ფაინენსი“ მიკრობანკ „კრისტალის“ წილს ყიდულობს

BM.GE

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში GEELY Nev Centre Georgia ოფიციალურად გაიხსნა

BM.GE