მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზის აღარ შეუწყდება - გაზსადენზე სამუშაოები გადაიდო
აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზის აღარ შეუწყდება - გაზსადენზე სამუშაოები გადაიდო

აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზის აღარ შეუწყდება - გაზსადენზე სამუშაოები გადაიდო

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 16:29|bm.ge

24-25 ნოემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეიზღუდება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის (GGTC) განცხადებით, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლების გამო გადაიდო.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუფერხებლად გაგრძელდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბა ბაკურიანში.

შეზღუდვა აღარ შეეხება დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებსაც, მათ შორის საჩხერეს, ჭიათურას, ხარაგაულს, ზესტაფონს, ამბროლაურს, ქუთაისს, წყალტუბოს, ბაღდათს, სამტრედიას, აბაშას, სენაკს, ხობს, ზუგდიდს, წალენჯიხას, ფოთს, ლანჩხუთს, ჩოხატაურსა და ოზურგეთს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.

კომპანიის განცხადებით, სამუშაოების ჩატარების ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მოსახლეობას ამის შესახებ წინასწარ აცნობებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნაწილი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვინეტგაზეთი
  • პრემიერი: შუა დერეფანი იქცა გლობალური სავაჭრო რუკის განუყოფელ ნაწილად და ეს ქვეყნის სტრატეგიულ როლს უფრო ზრდის, დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება ჩვენი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლის გასაძლიერებლადრუსთავი 2
  • მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ ე.წ. გადასასვლილი ხიდი მიზანიმამართულად დაწვესტვ პირველი
  • ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა - დაშავდა 6 ადამიანიფორმულა
ნაწილი →

მსგავსი სტატიები

რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე

რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე

BM.GE

გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

BM.GE

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

BM.GE

"ბრძოლა ბოლომდე გრძელდება" - "სინდისის პატიმრების" პირველი კომენტარები

"ბრძოლა ბოლომდე გრძელდება" - "სინდისის პატიმრების" პირველი კომენტარები

BM.GE