ორიგინალი
აგროთანადაფინანსებაზე შესული განაცხადების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა | პროგრამის შედეგები
BM.GE·14:23

აგროთანადაფინანსებაზე შესული განაცხადების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა | პროგრამის შედეგები

27 ნოემბერი, 2026 · 14:23

აგროთანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 130 განაცხადიდან 34 დაკმაყოფილდა (ჯამური განაცხადების 26%), 13 განაცხადი (10%) კი განხილვის ეტაპზეა. პროგრამის მიმდინარეობაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, განაცხადების უმეტესობა - 83 განაცხადი (64%) არ დაკმაყოფილდა.

უწყების თანახმად, სოფლის განვითარების სააგენტოს აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 34 პროექტზეა ხელშეკრულებები გაფორმებული. პროექტების ჯამური ღირებულება 18 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება 9,17 მლნ ლარს შეადგენს.

დაფინანსებული პროექტები მოიცავს მსხვილფეხა პირუტყვის მეცხოველეობის ფერმების, საფუტკრე მეურნეობების, სასათბურე მეურნეობებისა და აკვაკულტურის საწარმოების მოწყობას, სასაკლაოს მოწყობის, შემნახველი საწარმოების შექმნასა და მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას.

დამატებით 13 განაცხადის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 6,6 მილიონ ლარს შეადგენს.

2026 წლის 1 ივლისიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, სოფლის განვითარების სააგენტოში პროგრამის ფარგლებში 130 განაცხადია წარდგენილი. წარმოდგენილი პროექტების ჯამური ღირებულება 77 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროს თანახმად, პროგრამაში განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.

პროგრამაში ჩართვა დადგენილი პროცედურების შესაბამისად ხორციელდება და მოიცავს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვას, ასევე პროექტის განხორციელების ადგილზე საველე ვიზიტს. განხილვის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ვერ დააკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს, განმცხადებელს შესაძლებლობა აქვს, ხარვეზების გამოსწორებისა და მოთხოვნების გათვალისწინების შემდეგ, ხელახლა წარადგინოს განაცხადი.

ბიზნესგეგმის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში. პროგრამის სხვა მიმართულებებით განაცხადის წარსადგენად საკმარისია მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების წახალისება, აგრობიზნესის განვითარება და წარმოების ხელშეწყობა. სახელმწიფო თანადაფინანსება ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ ახალი საინვესტიციო პროექტები, გააფართოონ არსებული საქმიანობა და გაზარდონ საწარმოო შესაძლებლობები", - აღნიშნულია პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ პროგრამის შედეგებზე ინფორმაცია 10 ნოემბრის მდგომარეობითაც გაავრცელა. იმ დროისთვის, 108 განაცხადიდან 25 იყო დაკმაყოფილებული, 9 კი განხილებოდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგროთანადაფინანსებაზე შესული განაცხადების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა | პროგრამის შედეგები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·13:59

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები
BM.GE·13:57

ფრინველთა სასაკლაო, კუპატის წარმოება, საცხობი - გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ

ფრინველთა სასაკლაო, კუპატის წარმოება, საცხობი - გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ
BM.GE·13:43

კახა კალაძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას და უნივერსიტეტების დამეგობრების შეთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს

კახა კალაძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას და უნივერსიტეტების დამეგობრების შეთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს
BM.GE·13:25

40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026

40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.