მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგროთანადაფინანსების პროგრამის ერთწლოვანი კულტურების სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება, საბრენდე ყურძენზე კი 20 აგვისტოდან
აგროთანადაფინანსების პროგრამის ერთწლოვანი კულტურების სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება, საბრენდე ყურძენზე კი 20 აგვისტოდან

აგროთანადაფინანსების პროგრამის ერთწლოვანი კულტურების სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება, საბრენდე ყურძენზე კი 20 აგვისტოდან

BM.GE27 ივლისი, 2026, 17:31|bm.ge

საქართველოს მთავრობამ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2026 წლის სეზონზე ორი ქვეკომპონენტის ამოქმედების თარიღები განსაზღვრა. შესაბამისი ცვლილებები მთავრობის №285 დადგენილებაში შევიდა.

ირაკლი კობახიძის 1549-ე განკარგულების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი 2026 წლის 20 ივლისიდან ამოქმედდა. აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს ფერმერებისთვის ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის სათესი და სარგავი მასალების, სასუქების, პესტიციდების, შრომითი რესურსების, საწვავ-საცხები მასალებისა და სარწყავი მილების შეძენას.

ამ ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხის მოცულობა 10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე განისაზღვრება, ხოლო მარცვლეულის შემთხვევაში მაქსიმალური ლიმიტი 300 000 ლარია. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.

პროგრამის პირობების მიხედვით, სააგენტო ბენეფიციარებს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით უზრუნველყოფს. თანადაფინანსება გაიცემა არაუმეტეს 12 თვის პროცენტის დასაფარად, 14 თვის განმავლობაში.

მიღებული დაფინანსების მიზნობრიობის დასადასტურებლად ბენეფიციარი ვალდებულია სესხის მიღებიდან 12 თვის ვადაში წარადგინოს აუდიტორული დასკვნა. დადგენილი ვადის დარღვევა თანადაფინანსების შეთანხმების შეწყვეტას იწვევს.

მეორე მიმართულება, რომელიც 2026 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება, შეეხება ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოების მხარდაჭერას და იმ საწარმოების დაფინანსებას, რომლებიც ყურძენს საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით შეიძენენ.

აღნიშნული ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ყურძნის შესყიდვა, ასევე ბრენდის წარმოებისთვის საჭირო მასალების შეძენა, მათ შორის ბოთლების, საცობების, ეტიკეტებისა და შეფუთვის მასალების ხარჯები. პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნება განსაზღვრული.

ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოებისთვის გათვალისწინებული სესხის მოცულობა 20 000 ლარიდან 30 მლნ ლარამდეა, ხოლო სესხის მაქსიმალური ვადა 36 თვეს შეადგენს.

საპროცენტო განაკვეთები სესხის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 12%-დან 16%-მდე მერყეობს, ხოლო მცურავი განაკვეთის შემთხვევაში განაკვეთი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-დან 8%-მდე განისაზღვრება.

ამ შემთხვევაშიც სააგენტო ახორციელებს საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას რეფინანსირების განაკვეთის ოდენობით. ბენეფიციარს ასევე ევალება დაფინანსების მიზნობრიობის დამადასტურებელი აუდიტორული დასკვნის წარდგენა 12 თვის ვადაში. დოკუმენტის წარდგენის შემდეგ სააგენტოს, ბენეფიციარსა და ბანკს შორის ფორმდება სამმხრივი შედარების აქტი.

ორივე ქვეკომპონენტის ფარგლებში, თუ ბენეფიციარი დადგენილ ვადაში აუდიტორულ დასკვნას არ წარადგენს, თანადაფინანსების შეთანხმება შეწყდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
  • კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყებარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებსფორმულა
იწყება →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული კალათბურთელი დუაით ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგის გუნდ Black Fortress-ში ითამაშებს

ლეგენდარული კალათბურთელი დუაით ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგის გუნდ Black Fortress-ში ითამაშებს

BM.GE

Wizz air-ი ევროპის 9 ქალაქიდან ახლო აღმოსავლეთში ფრენები აღდგება, ქუთაისიდან - ჯერ არა

Wizz air-ი ევროპის 9 ქალაქიდან ახლო აღმოსავლეთში ფრენები აღდგება, ქუთაისიდან - ჯერ არა

BM.GE

უკრაინამ კასპიის ზღვის აუზში რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ კასპიის ზღვის აუზში რუსეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

BM.GE

ავტომობილების აქციზის გაძვირებამ სიკეთე არ მოიტანა - პრობლემები - საცობები და ეკოლოგია იგივეა - „რობანი მოტორს & ავტო“

ავტომობილების აქციზის გაძვირებამ სიკეთე არ მოიტანა - პრობლემები - საცობები და ეკოლოგია იგივეა - „რობანი მოტორს & ავტო“

BM.GE