მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყება
კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყება

კორეაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი იწყება

რუსთავი 27 სექტემბერი, 2026, 14:30|rustavi2.ge

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ხელმძღვანელობით, კორეის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორს ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის გამყარებაა, რაც ხელს შეუწყობს ციფრულ ტრანსფორმაციას, საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობასა და სერვისებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვედრას გამართავს კორეის შს და უსაფრთხოების მინისტრ იუნ ჰო-ჯუნთან. საუბრის ძირითადი თემა ციფრული მმართველობა იქნება.

"პაატა სალია კორეელ კოლეგას ქართულ რეფორმებს გააცნობს, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ელექტრონული მმართველობის, სერვისების გაციფრულების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნებას ითვალისწინებს. მისი მიზანი ერთობლივი პროექტების განხორციელება იქნება. ფორმატი მოიცავს სამუშაო შეხვედრების, ერთობლივი ფორუმებისა და სემინარების ორგანიზებისა და ციფრული მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სამსუნგის ინოვაციების მუზეუმსა და ციფრული მმართველობის გამოფენაზე", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, მოადგილე თამარ ზოდელავა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი სანდრო ცირეკიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 197 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებიიმედი
  • რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებაBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ

სპორტის კომიტეტის წევრები 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშს გაეცნენ

რუსთავი 2

"კანონიერი ქურდობის," "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის," "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "კანონიერი ქურდისთვის და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის" ფაქტებზე სასამართლომ ცხრა პირი დამნაშავედ ცნო

ძალიან გულდასაწყვეტია გუნდის ყოფილი ლიდერისგან ასეთი ტიპის თამაშში შესვლა, ეს ყველაფერი გადაზრდილია პოლიტიკურ ჭორაობაში - ლევან მაჭავარიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

ძალიან გულდასაწყვეტია გუნდის ყოფილი ლიდერისგან ასეთი ტიპის თამაშში შესვლა, ეს ყველაფერი გადაზრდილია პოლიტიკურ ჭორაობაში - ლევან მაჭავარიანი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე

რუსთავი 2

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

რუსთავი 2