
რესტორანში სადილი 14%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ოქტომბერში?
BM.GE|bm.ge
საქსტატის მონაცემებით, გაძვირების ტენდენცია ოქტომბერშიც გაგრძელდა და რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 14%-ით გაიზარდა.
2026 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 3.1%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, ოქტომბერში რესტორნებში ხინკალი წლიურად 15%-ით გაძვირდა. გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 4%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 11%-ითაა გაზრდილი.
ამასთან, 6%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 2% შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge