მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რამ განაპირობა 2 ნოემბერს თბილისში ნაგვის ურნების გადავსება? - "თბილსერვის ჯგუფის" მოსახლეობას მიმართავს
რამ განაპირობა 2 ნოემბერს თბილისში ნაგვის ურნების გადავსება? - "თბილსერვის ჯგუფის" მოსახლეობას მიმართავს

რამ განაპირობა 2 ნოემბერს თბილისში ნაგვის ურნების გადავსება? - "თბილსერვის ჯგუფის" მოსახლეობას მიმართავს

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 19:31|bm.ge

"თბილსერვის ჯგუფში" აცხადებენ, რომ 2 ნოემბერს დედაქალაქში ნაგვის ურნების გადავსება ნარჩენმზდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლამ განაპირობა. ასე ეხმაურება უწყება სოციალურ ქსელებში მოქალაქეთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

მათი განმარტებით, ტესტირებამ აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს არა საღამოს საათებში, არამედ დილით ყრის, რაც დღის პირველ ნახევარში ურნების გადავსებას იწვევს.

"სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ფოტომასალა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების, რაც გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით.

ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო.

სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს.

ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში და ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილებას პიკის საათებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

BM.GE

როგორი იქნებოდა ინფლაციის მაჩვენებელი, რომ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა"? - TBC Capital

როგორი იქნებოდა ინფლაციის მაჩვენებელი, რომ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში "უფასო სწავლა"? - TBC Capital

BM.GE

კრემლმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივ მოლაპარაკებები 10 ნოემბერს შედგება

კრემლმა დაადასტურა, რომ აბუ-დაბიში უკრაინასა და აშშ-თან სამმხრივ მოლაპარაკებები 10 ნოემბერს შედგება

BM.GE

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

"ევროკრედიტი" კახეთში ფართოვდება - კომპანიის 31-ე ფილიალი საგარეჯოში გაიხსნა

BM.GE