
აგვისტოში გაზრდი უნაღდო დანახარჯებში დიდი წილი სურსათსა და რესტორნებზე მოდის | თიბისი კაპიტალი
2026 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 20% და 16%-ით გაიზარდა - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების აგვისტოს მიმოხილვაშია აღნიშნული.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, თიბისი ბანკის არხებით გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებმა 79%, ხოლო არარეზიდენტებმა 21%დაიკავეს .
ჯამური უნაღდო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი სურსათს 26% უკავია, ხოლო 17% რესტორნებში გაწეულ ხარჯებზე მოდის .
სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 18 ლარს გაუტოლდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 5% შეადგინა .
თიბისი კაპიტალის მონაცემებით, სამომხმარებლო საქონელზე ჯამური დანახარჯების 60% მოდის. აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 60% და 40% შეადგინა .
ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 44%-იანი წილი სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა დაიკავა.
BM.GE
წყარო: bm.ge