
აგვისტოში, რესტორნებში არარეზიდენტები საშუალოდ ₾99-ს ხარჯავდნენ, რეზიდენტები - ₾32-ს | თიბისი კაპიტალი
თიბისი არხებით, უნაღდო დანახარჯებში რესტორნების სექტორს 17%-იანი წილი უკავია. თიბისი კაპიტალია უნაღდო დანახარჯები აგვისტოს დინამიკით, რესტორნებში დანახარჯები წლიურად მზარდია.
„2026 წლის აგვისტოში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 40 ლარი შეადგინა .
ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო დანახარჯების 64% რეზიდენტებმა, ხოლო 36% არარეზიდენტებმა დაიკავეს .
რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 30 ლარი დაფიქსირდა.
ამავე თვეში რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად 17%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 99 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით შემცირებულია", - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.
BM.GE
წყარო: bm.ge