მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 17:51|bm.ge

PSP-ის აპლიკაციასა და ვებსაიტზე მომხმარებლებისთვის AI ასისტენტი უკვე ხელმისაწვდომია. PSP AI ასისტენტი - ზღვა ინფორმაციიდან ზუსტ საჭიროებამდე - 24/7 რეჟიმში ეხმარება მომხმარებლებს ათასობით პროდუქტიდან საჭირო არჩევანის სწრაფად მოძიებაში, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ონლაინ შეკვეთის მართვაში.

AI ასისტენტის დახმარებით, მომხმარებელს აღარ სჭირდება პროდუქტის ზუსტი დასახელების ცოდნა - საკმარისია, აღწეროს საკუთარი საჭიროება ან სასურველი პროდუქტის ფოტო ატვირთოს. ასისტენტი ათასობით პროდუქტს შორის მოძებნის შესაბამის ვარიანტს, პროდუქტის შერჩევისას გაითვალისწინებს მომხმარებლის მიერ მითითებულ ბიუჯეტს და პერსონალურ რეკომენდაციას შესთავაზებს.

როგორ გეხმარება PSP AI ასისტენტი?

ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს ეხმარება როგორც პროდუქტის შერჩევაში, ასევე შეკვეთისა და მიწოდების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. AI ასისტენტის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ პროდუქტის ხელმისაწვდომობის, მახასიათებლებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ მიწოდების სასურველი ფორმის შერჩევაც - ლოქერი, Pick Up ან კურიერის მომსახურება.

გარდა ამისა, AI ასისტენტი მომხმარებელს უკვე განხორციელებული ონლაინ შეკვეთის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასაც აძლევს. მომხმარებელს შეუძლია, გადაამოწმოს შეკვეთის სტატუსი.

„PSP-მ პირველი ონლაინ აფთიაქი მომხმარებელს 10 წელზე მეტი ხნის წინ შესთავაზა. წლებია მომხმარებლები არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს დიდ რეგიონულ ცენტრებშიც ონლაინ აფთიაქის მომსახურებით სარგებლობენ. PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე AI ასისტენტის 24/7 მომსახურების დანერგვის მიზანია ონლაინ აფთიაქით სარგებლობის პროცესი მომხმარებლისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი, კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული გახადოს - პროდუქტის მოძიებიდან შეკვეთის მიღებამდე, ერთ სივრცეში.” - აცხადებენ PSP-ში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამწუთას პრობლემა არ არის ჭარბვალიანობა, [დაკრედიტების გამკაცრება] მომავალზეა გათვლილი - დავით უტიაშვილი

ამწუთას პრობლემა არ არის ჭარბვალიანობა, [დაკრედიტების გამკაცრება] მომავალზეა გათვლილი - დავით უტიაშვილი

BM.GE

2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდა - მათი 60% SME-ზე მოდის

2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდა - მათი 60% SME-ზე მოდის

BM.GE

2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ რეზიდენტები/არარეზიდენტები საშუალოდ?

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ რეზიდენტები/არარეზიდენტები საშუალოდ?

BM.GE