მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “AI-მ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს გადააჭარბა და თვითგანვითარება დაიწყო” - სემ ოლტმენი
“AI-მ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს გადააჭარბა და თვითგანვითარება დაიწყო” - სემ ოლტმენი

“AI-მ ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებს გადააჭარბა და თვითგანვითარება დაიწყო” - სემ ოლტმენი

BM.GE27 ივლისი, 2026, 19:54|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ OpenAI-ის გენერალურმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა განაცხადა, რომ კაცობრიობა ტექნოლოგიური სინგულარობის ეტაპზე უკვე გადავიდა. ამის შესახებ მან პოდკასტ Relentless-ის ეთერში ისაუბრა. ოლტმენმა აღნიშნა, რომ ათი წლის წინ სინგულარობა შორეულ პერსპექტივად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ეს პროცესი უკვე რეალობაა.

განმარტებისთვის, ტექნოლოგიური სინგულარობა ისეთი ჰიპოთეტური მოცემულობაა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აჭარბებს და თვითგანვითარებას უპრეცედენტო სიჩქარით იწყებს. მისი შეფასებით, ეს ტრანსფორმაცია მსოფლიოსთვის მასშტაბურ და პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.

როგორც ირკვევა, ოლტმენის განცხადებას საფუძვლად დაედო უპრეცედენტო ინციდენტი, რომელიც OpenAI-ის შიდა ტესტირებისას დაფიქსირდა. როგორც ცნობილია, კომპანიის ახალი მოდელის, GPT-5.6 Sol-ისა და კიდევ უფრო მძლავრი პროტოტიპის გამოცდის დროს, ხელოვნურმა ინტელექტმა დახურული და დაცული ლაბორატორიული გარემო დამოუკიდებლად დატოვა. მან Hugging Face-ის სერვერებზე არასანქცირებული წვდომა მოიპოვა და მონაცემთა ბაზებიდან ტესტების პასუხები მოიპარა. მალევე OpenAI-ში აღნიშნულ შემთხვევას უპრეცედენტო უწოდეს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ პოდკასტში საუბრისას ოლტმენმა მწვავედ გააკრიტიკა იმ ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებიც, რომლებიც საზოგადოებას ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე რეგულარულად აფრთხილებენ. თუმცა მას კონკურენტი კომპანია Anthropic-ის ხელმძღვანელი დარიო ამოდეი პირდაპირ არ დაუსახელებია. ოლტმენის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი 2030 წლისთვის ყველა სფეროში ადამიანის შესაძლებლობების გადასწრებას შეძლებს. მისივე თქმით, ტექნოლოგია სამუშაო ადგილებზე არსებული ამოცანების 30-40%-ის შესრულებას მოახერხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი: როდესაც „გალილეო“ პირველად შემოგვთავაზეს, ზოგიერთი კითხულობდა, რატომ სჭირდებოდა ევროპას საკუთარი სისტემა, როდესაც GPS უკვე არსებობდა, მაგრამ ევროპის ლიდერებს ესმოდათ, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათზე სხვებზე დამოკიდებულება დაუშვებელია - იგივე არჩევანი კვლავ ჩვენს წინაშეა, რადგან კოსმოსი ახალ ეპოქაში შედისიმედი
  • ზელენსკი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის კიდევ ერთი სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობსტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

ლიონელ მესიმ ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბ „ელდენსეს“ შეძენაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

BM.GE

საპენსიო ფონდის დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შექმნიდან 3 წელი გავიდა - შედეგები

საპენსიო ფონდის დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების შექმნიდან 3 წელი გავიდა - შედეგები

BM.GE

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში $753.5 მილიარდამდე შემცირდა

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში $753.5 მილიარდამდე შემცირდა

BM.GE

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

ირანული ავიაკომპანიების ოპერირება იზღუდება - რამდენ ტურისტს და შემოსავალს იღებს საქართველო ირანიდან?

BM.GE