მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. AI პროფესიებს არ ანაცვლებს, არამედ ტრანსფორმაციას უკეთებს - Smart Academy
AI პროფესიებს არ ანაცვლებს, არამედ ტრანსფორმაციას უკეთებს - Smart Academy

AI პროფესიებს არ ანაცვლებს, არამედ ტრანსფორმაციას უკეთებს - Smart Academy

BM.GE21 ივლისი, 2026, 13:00|bm.ge

ხელოვნური ინტელექტი პროფესიებს არ აქრობს, არამედ მათ ტრანსფორმაციას ახდენს, რის გამოც თანამედროვე შრომის ბაზარზე მთავარი კონკურენტული უპირატესობა AI-ის ეფექტიანად გამოყენების უნარი ხდება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში "ქალების ნარატივი" არაფორმალური განათლების პლატფორმა „სმარტ აკადემიის“ დამფუძნებელმა მაკო ქურთიაშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, AI პროფესიონალებს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა თითქმის ყველა სფეროში ყოველდღიური სამუშაო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცევა.

„პროფესიები, ძირითადად, ტრანსფორმირდება და არა ქრება. მაგალითად, Photoshop-სა და Illustrator-ში ახალი AI-ინსტრუმენტები ინტეგრირდება, რომლებიც გარკვეულ პროცესებს ამარტივებს. ამიტომ მთავარი უნარია ადაპტაცია - ყოველდღიურად ჩნდება ახალი ინსტრუმენტები, რომლებიც ადამიანისთვის ჭკვიანი ასისტენტის ფუნქციას ასრულებს“, - განაცხადა ქურთიაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ აკადემიამ AI-ის მოდულები თითქმის ყველა სასწავლო პროგრამაში შეიტანა. „ქოფირაითინგი იქნება, ბიზნეს ანალიზი, HR მენეჯმენტი თუ ხარისხის ინჟინერია - აბსოლუტურად ყველა მიმართულებაში გვიწევს AI-ის მოდულის დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პროფესიებში ჩამორჩები“, - აღნიშნა მან.

ქურთიაშვილის შეფასებით, მომავალშიც მოთხოვნადი დარჩებიან ის სპეციალისტები, რომლებიც AI-ს დამხმარე ინსტრუმენტად გამოიყენებენ, თუმცა ამასთან ერთად საკუთარი პროფესიული ცოდნის განვითარებასაც გააგრძელებენ.

„AI-ს აქვს ე.წ. ჰალუცინაციები და ზოგჯერ არაზუსტ ინფორმაციასაც ქმნის. ამიტომ აუცილებელია ადამიანს კონკრეტულ სფეროში გამოცდილება ჰქონდეს, რათა შეაფასოს, მიღებული შედეგი ხარისხიანია თუ არა“, - განაცხადა მან.

როგორც „სმარტ აკადემიის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტი დღეს განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება კონტენტის შექმნის, მონაცემთა ანალიზის, რეპორტინგისა და რუტინული პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით. მისი შეფასებით, AI-ს შეუძლია ხუთსაათიანი სამუშაო ერთ საათამდე შეამციროს ან პროცესის სრულად ავტომატიზაცია უზრუნველყოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE