მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 15:11|bm.ge

• ლექციების ნაცვლად რეალური ტექნიკა: 12-14 წლის მოზარდები სერვისცენტრებსა და საწარმოო გარემოში აღმოაჩენენ, როგორ მუშაობს ძრავა, ელექტრომობილი და მძიმე ტექნიკა

„ჯერ გამოცდილება, შემდეგ სწავლა“ - ასეთია პრინციპი, რომელსაც „თეგეტა აკადემიის“ სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა ეფუძნება. ეს არის ავტოინჟინერიის კურსი 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, საწარმოო გარემოში, გლობალურ ბრენდებთან ერთად, აღმოაჩინონ, თუ როგორ მუშაობს ავტომობილი და ინჟინერიის სამყარო. კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

„თეგეტა აკადემიას“ ინოვაციური პროექტი არ გულისხმობს ტრადიციულ სასკოლო გაკვეთილებს ან ლექციებს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეები ჯერ პრაქტიკაში ტესტავენ მექანიზმებს, ხოლო შემდგომ მათი მუშაობის პრინციპებს თეორიულად სწავლობენ.

ირინა წეროძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „პროგრამა ბავშვების რეალურ ინტერესზეა აგებული. ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებსაც უყვართ ლეგოს აწყობა, ველოსიპედის დაშლა-აწყობა, ხელსაწყოებით მუშაობა, დიდი მანქანები და ზოგადად ავტომობილები. 12–14 წლის მოზარდებში ეს ინტერესი საკმაოდ განვითარებულია.

თუმცა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა პროფესიული კურსები, სადაც ბავშვები საინჟინრო მიმართულებით საკუთარი ინტერესების შესაბამის ცოდნას მიიღებდნენ. სწორედ ამიტომ შევქმენით საშაბათო სკოლა. აქ ბავშვები ტექნიკურ გარემოში, უშუალოდ პროფესიონალებისგან შეიტყობენ ძრავის, სავალი ნაწილისა და სპეცტექნიკის შესახებ. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფს, ამ ასაკის ბავშვები უფრო მოწიფულები არიან და უკვე მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი აქვთ ტექნიკური თუ ჰუმანიტარული ინტერესები“.

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლის საპილოტე სემესტრი 9 შაბათს, ჯამში 27 საათს, მოიცავს. პროგრამა მრავალფეროვან მოდულებად არის დაყოფილი:

• მექანიკა და ძრავები: გადაცემათა სისტემების აწყობა და შიგაწვის ძრავების მუშაობის პრინციპების აღმოჩენა • მომავლის ტექნოლოგიები: ეკოლოგია, ელექტრომობილები, სენსორები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ავტომობილებში • დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება: გაუმართაობის ძიება მინიშნებებით, დამუხრუჭებისა და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება • მძიმე ტექნიკა: მოდული „გიგანტების ძალა“, რომელიც სპეცტექნიკას ეთმობა. აქ ბავშვები სიმულაციურ აპარატსაც გამოცდიან, რაც მათთვის ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება

გარდა ამისა, ყოველ შეხვედრაზე გაიმართება თამაში „სიტყვების ავტოფარეხი“, რომლის ფარგლებშიც მოზარდები ავტონაწილების ქართულ ტერმინოლოგიას შეისწავლიან, რაც ტექნიკური ენის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ლაშა ჯუღელი, „ექსელენს ჰაბის“ დირექტორი: „ადრეულ ასაკში ავტოინჟინერიისადმი ინტერესის გაღვივება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ტექნიკურ პროფესიებზე მოთხოვნა ბაზარზე მუდმივად იზრდება. ამ პროგრამით ბავშვებს ვაძლევთ უსაფრთხო ტესტ-დრაივის შესაძლებლობას, რათა თავად აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები მომავალი პროფესიის არჩევამდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ წმინდა ტექნიკური ცოდნის გარდა, პროცესში ბავშვებს უვითარდებათ გუნდური მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის (Troubleshooting) უნარ-ჩვევები.

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა STEM-მიმართულების პროგრამაა, თუმცა მშობლებისთვის ნაცნობ კოდირებისა და რობოტიკის წრეებს არ ჰგავს. ის ფაქტი, რომ საშაბათო სკოლის მონაწილეები პირისპირ ხვდებიან მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკასა და სპეციალისტებს, მათთვის უდიდესი მოტივაციაა. პროგრამის უნიკალურობა ისაა, რომ ბავშვები გაიცნობენ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Porsche, Toyota, Volvo, JCB და MAN, და სერვისცენტრებში საკუთარი თვალით ნახავენ სამუშაო პროცესს. ეს არ არის კლასში გავლილი თეორიული კურსი. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი ხდება „თეგეტას“ უნიკალური სივრცეები და ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ეს მათთვის განსაკუთრებული გამოცდილება იქნება“.

კურსის მონაწილეებს „თეგეტა აკადემიის“ ტრენერები, Top Master-ები და ტექნიკური ექსპერტები ასწავლიან.

„აკადემიის გამოცდილი ტრენერები, რომლებიც ზრდასრულებსაც ამზადებენ, თავად მონაწილეობდნენ ყველა მოდულის შემუშავებაში. ამ ასაკობრივ ჯგუფთან სამუშაოდ მათ სპეციალური ტრენინგი გაიარეს. გარდა ამისა, თითოეულ სერვისცენტრში ბავშვებთან პრაქტიკოსი სპეციალისტებიც იმუშავებენ“, - აღნიშნავს ირინა წეროძე.

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლაში რეგისტრაცია 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სწავლა კი „თეგეტა აკადემიაში“ 24 ოქტომბერს დაიწყება. პროგრამის ბოლოს, მონაწილეები ბრენდირებულ Tegeta Young Engineer Passport-ს მიიღებენ, რაც დაადასტურებს, რომ მოზარდმა საშაბათო სკოლა გაიარა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • ლევან ღირსიაშვილი და ილია ბეგიაშვილი ველისციხის საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდნენიმედი
  • სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმანს გამოედო - მოზარდს ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდატვ პირველი
  • GCCA, მიმდინარე წლის ბოლომდე, 25 სკოლაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრას გამართავსრუსთავი 2
  • 21-ე სკოლის შენობაზე საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა: ჩატარდება სიღრმისეული ექსპერტიზაფორმულა
სკოლის →

მსგავსი სტატიები

დღეს საკონსტიტუციოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა - ვინ შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს?

დღეს საკონსტიტუციოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა - ვინ შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს?

BM.GE

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

BM.GE

კარალეთში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა - კომპანიაში სახელმწიფოს თანადაფინანსება ₾1 მლნ-ს აჭარბებს

კარალეთში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა - კომპანიაში სახელმწიფოს თანადაფინანსება ₾1 მლნ-ს აჭარბებს

BM.GE

სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით | საქსტატი

სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით | საქსტატი

BM.GE