მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახალი ბაზრების ხარჯზე ვცდილობთ გაყიდვები გავზარდოთ, თუმცა ჯერჯერობით ზარალი გვაქვს - Carmark
ახალი ბაზრების ხარჯზე ვცდილობთ გაყიდვები გავზარდოთ, თუმცა ჯერჯერობით ზარალი გვაქვს - Carmark

ახალი ბაზრების ხარჯზე ვცდილობთ გაყიდვები გავზარდოთ, თუმცა ჯერჯერობით ზარალი გვაქვს - Carmark

BM.GE27 ივლისი, 2026, 02:30|bm.ge

ავტოიმპორტიორ კომპანია Carmark-ში აცხადებენ, რომ 6 წელზე უფრო ძველ ავტომობილებზე აქციზის ზრდის შედეგად მათი კომპანიის გაყიდვები დაახლოებით 60-65%-ითაა შემცირებული, მათ შორის მკვეთრი კლება ფიქსირდება დილერების მიმართულებით გაყიდვებზე.

როგორც კომპანიის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, კლების დაბალანსებას ახალი ბაზრების მოძიებით, მათ შორის კანადიდან და ჩინეთიდან შედარებით დაბალბიუჯეტიანი ავტომობილების შემოყვანით ცდილობენ. ირაკლი კუხიანიძის თქმით, მოლოდინია, რომ შემოდგომის სეზონზე ბაზარზე მოთხოვნა შედარებით გაიზრდება, თუმცა ძველ ნიშნულებზე დაბრუნება მოსალოდნელი არაა.

“ვარდნა გვაქვს 60%-იანი, შეიძლება 65%-იანიც, ზაფხულის პერიოდში კიდევ იკლო, 65%-მდე გვაქვს ფიზიკურ პირებში გაყიდვებში კლება. რაც შეეხება დილერებს, 90-95% გვაქვს ვარდნა გაყიდვების. ზაფხული ისედაც ყოველთვის ცუდი პერიოდია ჩვენი ბიზნესისთვის და ამ ცუდ პერიოდთან ერთად კიდევ ეს ახალი კანონიც “ეხმარება” ამას. შეიძლება ითქვას, რომ გაჩერებულები ვართ, მუშაობა არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ რაღაც ახალი ბაზრები მოვძებნოთ და კარგი პირობებით შევთავაზოთ მოსახლეობას ავტომობილები. გათვლა აღარ გვაქვს დილერებზე, რითეილზე ვცდილობთ, რომ გაყიდვები გავზარდოთ, მაგრამ ჯერჯერობით აქაც ზარალი გვაქვს, პირიქით კლება გვაქვს.

გააქტიურებას ზაფხულთან შედარებით ველოდები შემოდგომაზე, მაგრამ ეს არ იქნება ის გააქტიურება, რაც აქამდე იყო. ისევ რითეილი, ანუ საცალო გაყიდვები შეიძლება გააქტიურდეს, მოსახლეობას მოუნდეს ავტომობილების შეცვლა, როგორც ხდება ხოლმე. ვცდილობთ, ახალი ბაზრებით, კანადით და ჩინეთით რაღაცნაირად გავზარდოთ და დავაბალანსოთ გაყიდვები. მაგრამ ისეთ ზრდას არ ველოდებით, რომ ბიზნესმა შვება ნახოს. უბრალოდ იმაზე უკეთესი მუშაობა წესით უნდა გვქონდეს, ვიდრე ახლა გვაქვს”, - განაცხადა ირაკლი კუხიანიძემ.

ცნობისთვის, 1 აპრილიდან ავტომობილების აქციზი გაძვირდა და განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

შვეიცარია კომპანიების გამჭვირვალობის რეესტრს აამოქმედებს

BM.GE

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

iPhone Duo და iPhone 18 Pro - ყველაფერი, რაც Apple-მა წლის მთავარ ღონისძიებაზე წარადგინა

BM.GE

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

2026 წლის 6 თვეში, საქართველოს ენერგეტიკაში $41 მილიონის FDI ჩაიდო|TOP ინვესტორები და ქვეყნები

BM.GE

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE