
ახალი კავშირები, პერსპექტივები და ევროპულ ფარმაცევტულ ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობები - GM PHARMA-მ CPHI Milan 2026-ზე საქართველო კიდევ ერთხელ წარადგინა
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო გამოფენაში — CPHI Milan 2026-ში. კომპანია ღონისძიებაზე საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ახალი პარტნიორობების განვითარებისა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქმიანი შეხვედრები გამართა.
CPHI მსოფლიოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც 1990 წლიდან იმართება და უკვე 36 წელია აერთიანებს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებს, მწარმოებლებს, ინოვატორებსა და ინდუსტრიის პროფესიონალებს.
2026 წლის გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 62 000-ზე მეტ პროფესიონალსა და 2 400-ზე მეტ კომპანიას აერთიანებდა. CPHI წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ბიზნესპლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს სტრატეგიული პარტნიორობების განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების გაცნობასა და ფარმაცევტული ინდუსტრიის გლობალურ თანამშრომლობას.
GM PHARMA უკვე მრავალი წელია ყოველწლიურად მონაწილეობს CPHI-ის საერთაშორისო გამოფენაში და საქართველოს ფარმაცევტულ ინდუსტრიას საკუთარი სტენდით წარადგენს.
გამოფენის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პარტნიორებთან განიხილეს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, ფარმაცევტული წარმოების განვითარებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებები, ასევე გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტივები.
GM PHARMA-ს საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ახალი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და გეოგრაფიული არეალის გაფართოება წარმოადგენს. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროპულ ბაზარზე პოზიციების გაძლიერებასა და თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში.
CPHI Milan 2026-ში მონაწილეობამ GM PHARMA-ს შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისო ბიზნესპარტნიორებისთვის გაეცნო კომპანიის საწარმოო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, პროდუქციის პორტფელი და განვითარების სამომავლო გეგმები.
კომპნიისთვის CPHI-ში ყოველწლიური მონაწილეობა საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების განმტკიცების, ახალი ბიზნესშესაძლებლობების გამოვლენისა და ქართული ფარმაცევტული ინდუსტრიის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
GM PHARMA აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის განვითარებასა და გლობალური გაფართოების სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მიზანია ახალ ბაზრებზე შესვლა და საერთაშორისო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პოზიციების გაძლიერება.
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA საქართველოს ბაზარზე უკვე 27 წელია ოპერირებს. კომპანიის თანამედროვე ფარმაცევტული საწარმო თბილისში მდებარეობს და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ წამყვან საწარმოდ მიიჩნევა, ის აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და უზრუნველყოფს მყარი სამკურნალო ფორმების წარმოების სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. საწარმოო პროცესები ხორციელდება ეროვნული და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით.
GM PHARMA მუდმივად ისწრაფვის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისკენ, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ფარმაცევტულ პროცესებში და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინოვაციების დანერგვასა და სტრატეგიული პარტნიორობების გაფართოებას. კომპანიისს მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების, საერთაშორისო გამოცდილებისა და სამეცნიერო მიღწევების გამოყენებით ხელი შეუწყოს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარებასა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
BM.GE
წყარო: bm.ge