მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა" - დავით სონღლაშვილი
„აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა" - დავით სონღლაშვილი

„აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა" - დავით სონღლაშვილი

BM.GE27 ივლისი, 2026, 16:13|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამის შესახებ მან ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდღვაბუნაში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოს „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ ინფრასტრუქტურის მონახულებისას, კალმახის ლიფსიტების წარმოების პროცესისა და საწარმოს შესაძლებლობების გაცნობისას განაცხადა.

"აკვაკულტურა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა, რომელსაც საქართველოში განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ამ მიმართულების მდგრად განვითარებას, წარმოების ზრდასა და კერძო სექტორის გააქტიურებას. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უკვე შემუშავებულია აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია, რომელიც დარგის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ფერმერების მხარდაჭერას, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს თევზის დაავადებების ეფექტიან დიაგნოსტიკასა და უსაფრთხო, ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ კალმახის ლიფსიტების წარმოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 2 მილიონ ლიფსიტას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. საწარმოში მუდმივად 5 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი - 10.

შპს „სამეფო კალმახის სალიფსიტე“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2024 წელს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა.

საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინამ ობლიგაციების გამოსყიდვის მოცულობა გაასამმაგა - რა გახდა მიზეზი?

აშშ-ის ხაზინამ ობლიგაციების გამოსყიდვის მოცულობა გაასამმაგა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

8 თვეში "შუა დერეფანში" ტვირთბრუნვა 22%-ით გაიზარდა - ჟანიბეკ ტაიჟანოვი

8 თვეში "შუა დერეფანში" ტვირთბრუნვა 22%-ით გაიზარდა - ჟანიბეკ ტაიჟანოვი

BM.GE

განათლებიდან შესაძლებლობებამდე - რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

განათლებიდან შესაძლებლობებამდე - რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი

BM.GE

ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძე

ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძე

BM.GE