მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალდაგის, ლაიონ აუქციონისა და ლაიონ ავტოს სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
ალდაგის, ლაიონ აუქციონისა და ლაიონ ავტოს სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

ალდაგის, ლაიონ აუქციონისა და ლაიონ ავტოს სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

BM.GE28 ივლისი, 2026, 17:59|bm.ge

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა, ლაიონ აუქციონსა და ლაიონ ავტოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლისთვის ერთობლივი შეთავაზება შექმნა.

მათ, ვინც ლაიონ აუქციონზე, ან ლაიონ ავტოში შეიძენენ ავტომობილებს, ერთი წლის ვადაში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ფასდაკლება ალდაგის ავტოდაზღვევაზე.

ამავდროულად ალდაგის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს ექნებათ განსაკუთრებული ფასი ლაიონ ავტოში ავტომობილების შესაძენად.

ლაიონ აუქციონი და ლაიონ ავტო მომხმარებლებს იმპორტირებული ავტომობილების ფართო არჩევანს, ორი ალტერნატიული მექანიზმით სთავაზობს. ლაიონ ავტო ორიენტირებულია აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან ავტომობილების იმპორტზე და უზრუნველყოფს სრულფასოვან საოპერაციო მხარდაჭერას: ავტომობილის ისტორიის ვერიფიკაციას, ტრანსპორტირებას, საბაჟო პროცედურების ადმინისტრირებასა და ტექნიკურ კონსულტაციას. პარალელურად, ლაიონ აუქციონი წეროვანში მდებარე ავტოსადგომზე უკვე იმპორტირებული ავტომობილების რეალიზაციას ახორციელებს. ყოველ კვირეულ აუქციონზე მომხმარებელს შეუძლია სასურველი ავტომობილის ადგილზე შერჩევა, შესყიდვა და განბაჟება-რეგისტრაციის პროცედურების იმავე დღეს დასრულება. აღნიშნული სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში, საკუთარი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩიონ ავტომობილის სასურველი მოდელი.

„იმპორტირებული ავტომობილების მოხმარება გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენი მიზანია, მომავალმა მფლობელებმა შეძენისთანავე იგრძნონ სრული ფინანსური დაცულობა და თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი ხარჯები. სადაზღვევო პრემიის საჩუქრად გადაცემა არის ალდაგის ინიციატივა, რომელიც მიმართულია დაზღვევის პრაქტიკული სარგებლიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ“, - აცხადებენ ალდაგში.

ალდაგის ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს და ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგი სრულად ამერიკელებმა დაიკავეს

BM.GE

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

ფინანსური სექტორისთვის სპეციალური ChatGPT შეიქმნა

BM.GE