მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Alibaba-მ თანამშრომლებს Anthropic-ის პროგრამების გამოყენება აუკრძალა
Alibaba-მ თანამშრომლებს Anthropic-ის პროგრამების გამოყენება აუკრძალა

Alibaba-მ თანამშრომლებს Anthropic-ის პროგრამების გამოყენება აუკრძალა

BM.GE8 ივლისი, 2026, 03:00|bm.ge

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Alibaba-მ თანამშრომლებს ამერიკული AI სტარტაპის, Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის პროგრამების სამუშაო მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალა.

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ძალაში 10 ივლისიდან შევა. როგორც ჩინურ კომპანიაში განმარტავენ, მიზეზი Anthropic-ის სისტემაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფარული რისკების აღმოჩენა გახდა.

Alibaba-ს მენეჯმენტმა Anthropic-ის პროგრამა Claude Code-ი მაღალი რისკის მქონე პროგრამათა სიაში უკვე შეიყვანა. თანამშრომლებს ამ მოდელების დეინსტალაცია და ჩინური კომპანიის საკუთარი ასისტენტის, Qoder-ის გამოყენება დაევალათ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Alibaba-ს ეს ნაბიჯი Anthropic-ის მიერ ივნისში აშშ-ის სენატის შესაბამისი კომიტეტისთვის გაგზავნილ იმ წერილს მოჰყვა, რომლითაც ამერიკული მხარე ჩინურ კონკურენტებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უკანონოდ მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებდა. Anthropic-ის წარმომადგენლები წერდნენ, რომ რიგი ჩინური კომპანიები მათ რესურსებს ბოროტად იყენებდნენ.

ცნობისთვის, Alibaba არ არის ერთადერთი ჩინური კომპანია, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, TikTok-ის შემქმნელმა ByteDance-მა Anthropic-თან თანამშრომლობა გაწყვიტა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

ჰარვარდის უნივერსიტეტი მოპარული სხეულის ნაწილების სკანდალის გამო $53 მილიონს გადაიხდის

BM.GE

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

მარკ ცუკერბერგმა ირლანდიაში მე-19 საუკუნის ციხესიმაგრე შეიძინა

BM.GE

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

"სთარინგ ჯორჯია" შეკვეთილში "ციცინათელასთან" დინოპარკს აწყობს

BM.GE