მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალპანა მამისონის გზაზე ქვის ცვენის გამო, მდინარე ხეორზე ალტერნატიული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო
ალპანა მამისონის გზაზე ქვის ცვენის გამო, მდინარე ხეორზე ალტერნატიული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

ალპანა მამისონის გზაზე ქვის ცვენის გამო, მდინარე ხეორზე ალტერნატიული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE10 ივნისი, 2026, 02:06|bm.ge

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის 109-110-ე კილომეტრზე მაისში დაწყებული ქვის ცვენის პროცესიდან გამომდინარე დაწყებულია მდინარე ხეორზე ალტერნატიული ხიდის მშენებლობა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატის, ვიკა ფილფანის კითხვაზე წერილობით პასუხში აღნიშნავს.

უწყების ცნობითვე, ასევე უწყვეტად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა პერიოდულად კვლავ გრძელდება ქვის ცვენა.

"უხვი ნალექის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ109 - კმ110 მონაკვეთზე, მაისის თვეში გააქტიურდა ქვის ცვენა, რომელიც ახლაც პერიოდულად მიმდინარეობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მყისიერად განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები და ამჟამად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ჩამონაშალი ქვების გაწმენდის პროცესი.

პარალელურ რეჟიმში, დაწყებულია დროებითი ალტერნატიული შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც მდინარე ხეორზე მოეწყობა დროებითი ხიდი. ამასთან, გეოლოგებისა და საპროექტო ჯგუფების ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობს მეწყრული პროცესების შესწავლა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული პროცესის დასრულებისთანავე, უმოკლეს პერიოდში დაიწყება მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოები,"- აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით პასუხში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაიმედი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

სოფელ ყიზილ-აჯლოს ბუნებრივი აირით „სოკარ ჯორჯია გაზი“ მოამარაგებს|სემეკის გადაწყვეტილება

BM.GE

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით, 2026 წლის I ნახევარში კი 7.9%-ით გაიზარდა | საქსტატი

BM.GE

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

„4Hospitals“-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ლევან ჯობავა დაიკავებს - “4Hospitals ახალ ეტაპზე: საერთაშორისო გამოცდილებითა და ამბიციური გეგმებით”

BM.GE

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

ჩინური დრონების რუსულად გასაღების საქმეზე, "ოლეინას" და "სლობოდას" მფლობელი ვალერი კუსტოვი დააკავეს

BM.GE