მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამ დროისთვის 400 სკოლაა, რომელსაც რეაბილიტაცია ან ახალი მშენებლობა სჭირდება|მინისტრი
ამ დროისთვის 400 სკოლაა, რომელსაც რეაბილიტაცია ან ახალი მშენებლობა სჭირდება|მინისტრი

ამ დროისთვის 400 სკოლაა, რომელსაც რეაბილიტაცია ან ახალი მშენებლობა სჭირდება|მინისტრი

BM.GE12 ივნისი, 2026, 14:55|bm.ge

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, წელს დაიწყება დაახლოებით 30 ახალი სკოლის მშენებლობა და 70-მდე სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დაახლოებით 60 სკოლა დასრულდება და ექსპლუატაციაში შევა. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ უკვე ჩატარებულია შესაბამისი კონკურსები და მიმდინარეობს პროექტების მომზადება.

ამასთან, მისივე განცხადებით, სამინისტრო უკვე ამზადებს ტიპურ საპროექტო დოკუმენტაციას, რაც სკოლების მშენებლობის პროცესს დააჩქარებს და კონკრეტულ ლოკაციებზე პროექტების სწრაფ ადაპტაციას უზრუნველყოფს.

„გვექნება მზა პროექტები, რომლებსაც ეტაპობრივად გამოვიყენებთ სხვადასხვა დასახლებაში. მაგალითად, 800-ბავშვიანი სკოლის შემთხვევაში გვექნება სტანდარტული პროექტი, რომელსაც კონკრეტულ ლოკაციაზე ერთ თვეში მოვარგებთ და შემდეგ დაიწყება მშენებლობა. ეს მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს დროს“,- აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 400 სკოლაზეა საუბარი, რომელსაც რეაბილიტაცია ან ახალი მშენებლობა სჭირდება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ექსპერტული შეფასებები განსაზღვრავს.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშენებლობის ხარისხსა და ვადებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროექტებში მკაცრი მოთხოვნები იმოქმედებს, რათა სამუშაოები ხარისხიანად და გონივრულ ვადებში შესრულდეს.

განისაზღვრა წესი, რომლის მიხედვითაც შეფასდება სკოლების და ბაღების შენობების ტექნიკური მდგომარეობა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითიმედი
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →მშენებლობა →

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE