მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს" - მინისტრის მოადგილე შავ ჭირზე
"ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს" - მინისტრის მოადგილე შავ ჭირზე

"ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს" - მინისტრის მოადგილე შავ ჭირზე

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 19:13|bm.ge

საქართველოში შავი ჭირის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური რისკის სამართავად სრულ მზადყოფნაშია - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, უწყება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მუდმივ კავშირზეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO), ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით პროცესებს. ბუნებრივია, ეს საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციის ძირითადი წყარო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. იცით, რომ საქართველო უკვე მრავალი წელია ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია და იქიდან ვიღებთ მონაცემებს. მათთან არის თავმოყრილი ყველანაირი ინფორმაცია, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს.

მოვლენები საქართველოს საზღვრებიდან საკმაოდ შორს განვითარდა. ბუნებრივია, ინფორმაციას ვიღებთ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორებისგანაც. როგორც კი რაიმე განგაშის სიგნალი იქნება, რა თქმა უნდა, საქართველო სრულად აღჭურვილი და მომზადებული შეხვდება არა მხოლოდ ამ საფრთხეს, არამედ ნებისმიერ ეპიდემიოლოგიურ რისკს, რაც შეიძლება მსოფლიოში გავრცელდეს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ დროისთვის მხოლოდ პირველადი მონაცემებია ხელმისაწვდომი და საერთაშორისო სტრუქტურებიდან დამატებითი საგანგაშო შეტყობინება არ შემოსულა.

როგორც მან აღნიშნა, კოვიდპანდემიის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააძლიერა,

"კოვიდიდან მოყოლებული ქვეყანამ ისეთი გამოცდილება შეიძინა - იმდენად რთული პერიოდი იყო ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ჯანდაცვისთვის - რომ ამან ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ეს იყო უნიკალური გამოცდილება. დღეს სრულად ვართ აღჭურვილი როგორც ცოდნით, ისე ტექნიკური საშუალებებით და ვფიქრობ, დღესდღეობით საქართველოსთვის ამ მიმართულებით არავითარი რისკი არ არსებობს.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მუდმივ მზადყოფნაშია ეპიდემიების წინააღმდეგ - არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოვლენებს ნუ გავასწრებთ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს და გვაქვს მუდმივი ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

2 ოქტომბერს რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთი კვირით ადრე მას სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევი შემცველი სინჯარა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 212 სტატია.

  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია​რუსთავი 2
  • რა უძღოდა წინ გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანას - რა [არ] თქვა მინისტრმატვ პირველი
  • საფრანგეთის განათლების მინისტრის განცხადებით, საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდაიმედი
  • უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა G7-ის წევრებს რუსეთზე წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდაფორმულა
მინისტრი →მოადგილე →

მსგავსი სტატიები

"გადახედვა არ იგეგმება, პირიქით, დავხვეწთ" - გიორგი ცაგარეიშვილი უცხოელთა დასაქმების რეგულაციებზე

"გადახედვა არ იგეგმება, პირიქით, დავხვეწთ" - გიორგი ცაგარეიშვილი უცხოელთა დასაქმების რეგულაციებზე

BM.GE

"ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა" - Bitxchange-ის საჯარო მიმართვა

"ეროვნული ბანკის განცხადება დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლოა" - Bitxchange-ის საჯარო მიმართვა

BM.GE

ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებას განმარტავს

ეროვნული ბანკი ნანა ყეინიშვილზე მორიგ განცხადებას ავრცელებს და „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებას განმარტავს

BM.GE

რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC

რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC

BM.GE