მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ამ საკითხის მოგვარებისას ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ფარმაცევტული კომპანიებია" - კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე
"ამ საკითხის მოგვარებისას ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ფარმაცევტული კომპანიებია" - კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე

"ამ საკითხის მოგვარებისას ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ფარმაცევტული კომპანიებია" - კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე

BM.GE4 მაისი, 2026, 22:12|bm.ge

“არავის ენანება არც 1 თეთრი და არც 50 და არც 150 მლნ იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი - ეს ზოგადი მიდგომაა”, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტების შემოტანას შეეხებოდა.

ჟურნალისტებმა პრემიერს ჰკითხეს თუ აპირებდა ის დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებთან შეხვედრას, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან დღესაც მართავენ აქციას და აპირებს თუ არა ხელისუფლება მედიკამენტების მწარმოებელ იმ კომპანიებთან კომუნიკაციას, რომლებიც დიუშენის მედიკამენტების საკითხზე საქართველოს მთავრობასთან სალაპარაკოდ მზად არიან.

პრემიერის განცხადებით, საკითხი მგრძნობიარეა და პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო სრულად არის ჩართული. კობახიძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფისას ფარმაცევტული კომპანიები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

„ეს არის მგრძნობიარე საკითხი. ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ამ საკითხების მოგვარების დროს არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები.

არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული - ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ, ყველა საკითხი უნდა იყოს აწონ-დაწონილი გონივრულად. არავის არ ენანება არც ერთი თეთრი და არც 50 და არც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი - ეს არის ზოგადი მიდგომა. რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას“, - თქვა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

BM.GE

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

BM.GE

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE