მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი თაუერის მშენებლობა ერთდროულად ორ ზონაში აქტიურად მიმდინარეობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი თაუერის მშენებლობა ერთდროულად ორ ზონაში აქტიურად მიმდინარეობს

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პირველი თაუერის მშენებლობა ერთდროულად ორ ზონაში აქტიურად მიმდინარეობს

BM.GE4 აგვისტო, 2026, 14:10|bm.ge

შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის, „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ სადებიუტო შენობა-ნაგებობის, „პირველი თაუერის“ მშენებლობა, განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც საცხოვრებელ აპარტამენტებს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, ვერტოდრომს, გამაჯანსაღებელ სივრცეებსა და პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურას აერთიანებს, მშენებლობის მორიგ მნიშვნელოვან ფაზაში გადავიდა.

ამჟამად, სამშენებლო მოედანზე სამუშაოები ერთდროულად ორ ძირითად ზონაში მიმდინარეობს:

A ზონაში პროცესი მესამე სართულის მშენებლობაზეა კონცენტრირებული. გადახურვის ფილის ყალიბის ფართობმა უკვე 3 820 კვადრატულ მეტრს მიაღწია, ხოლო ცემენტის მორიგი დასხმისთვის 950 გრძივი მეტრი არმატურა ეწყობა. სამშენებლო პროცესის დასრულების შემდეგ, აღნიშნული სამდონიანი ნაგებობა 300-მდე ავტომობილზე გათვლილ თანამედროვე ავტოსადგომს დაეთმობა, რაც კომპლექსის მცხოვრებლებსა და სტუმრებს გაუმარტივებს მობილობას და მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის.

B ზონაში აქტიურად გრძელდება საძირკვლის ხიმინჯების მოწყობის პროცესი, რაც ბურღვის, ხიმინჯების მომზადებისა და მონტაჟის სრულ ციკლს მოიცავს. აღნიშნული ეტაპის დასრულებისთანავე, სამუშაოები უშუალოდ ლიფტის შახტების მომზადებასა და მომდევნო კონსტრუქციულ ფაზებზე გადაინაცვლებს.

ხელოვნურ ნახევარკუნძულზე მაღლივი შენობის სტრუქტურული სიმყარისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური გადაწყვეტილებები გამოიყენება და საძირკვლის ხიმინჯების სიღრმე 65 მეტრს აღწევს.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი განვითარების უპრეცედენტო დინამიკით გამოირჩევა- მისი მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებები ხუთი წლის წინსწრებით სრულდება. ამ ეტაპზე შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული.

შავ ზღვაში პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორისაა გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია Arup, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და პრესტიჟული ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • ბათუმში 10 კილომდე ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი, მათგან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეარუსთავი 2
  • სამართალდამცველებმა ბათუმში 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირიიმედი
  • ბათუმში კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდანეტგაზეთი
  • 22 ივლისს ბათუმში დაჭრის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს, 1 პირზე ძებნა გამოცხადდაფორმულა
ბათუმში →მშენებლობა →

მსგავსი სტატიები

მოსკოვსა და ლენინგრადში Wildberries-ის საწყობებზე ისევ დრონების შეტევა იყო - დაიღუპა 5 ადამიანი

მოსკოვსა და ლენინგრადში Wildberries-ის საწყობებზე ისევ დრონების შეტევა იყო - დაიღუპა 5 ადამიანი

BM.GE

ეკონომიკის სამინისტრო მრავალძალის კურორტის განვითარების გეგმაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკის სამინისტრო მრავალძალის კურორტის განვითარების გეგმაზე მუშაობს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

₾2.1 მილიონის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დაკავებულია 4 პირი - საგამოძიებო სამსახური

₾2.1 მილიონის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დაკავებულია 4 პირი - საგამოძიებო სამსახური

BM.GE

რა ღირს ნავთობი მსოფლიო ბაზარზე?

რა ღირს ნავთობი მსოფლიო ბაზარზე?

BM.GE