მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Amd.sigma-მ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შუალედური ანგარიში წარუდგინა
Amd.sigma-მ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შუალედური ანგარიში წარუდგინა

Amd.sigma-მ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ვაზიანის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შუალედური ანგარიში წარუდგინა

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 22:40|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია amd.sigma strategic airport development GmbH-ის წარმომადგენლებს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

კომპანიის ექსპერტებმა მინისტრის მოადგილეს თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შუალედური ანგარიში წარუდგინეს.

კვლევა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება და ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების შესაძლებლობების შეფასებას ითვალისწინებს.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.

მთავრობის გაცხადებული გეგმის მიხედვით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებაში 2032 წლიდან შევა და შეძლებს, რომ მოემსახუროს 20 მილიონ მგზავრს.

AMD Sigma არის გერმანული, ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში. კომპანია 2019 წლიდან Munich Airport International-ის შემადგენლობაშია.

საქართველოს მთავრობა ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით კვლევების და კონსულტაციების პროცესს 2024 წლიდან აწარმოებს, არსებული მდგომარეობით აეროპორტის მიწა უკვე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას გადაეცა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დასრულდება კვლევების ეტაპი და როდის გამოცხადდება ინვესტორის მოზიდვისთვის საერთაშორისო კონკურსი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ატანას პეკანოვს შეხვდარუსთავი 2
  • ზელენსკი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდატვ პირველი
  • პენიტენციურის გენერალურმა დირექტორმა მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართაფორმულა
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →ანგარიში →

მსგავსი სტატიები

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

რუსთავისთვის 70 ახალი ავტობუსის შესაძენად 36.5 მლნ ლარის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

მთავრობამ "წვის დანადგარების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

BM.GE

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

BM.GE