მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკელი მილიარდერი ლუკოილის 20-მილიარდიანი აქტივების შესასყიდად იბრძვის - Carlyle-ს ახალი კონკურენტი ჰყავს
ამერიკელი მილიარდერი ლუკოილის 20-მილიარდიანი აქტივების შესასყიდად იბრძვის - Carlyle-ს ახალი კონკურენტი ჰყავს

ამერიკელი მილიარდერი ლუკოილის 20-მილიარდიანი აქტივების შესასყიდად იბრძვის - Carlyle-ს ახალი კონკურენტი ჰყავს

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 23:30|bm.ge

ამერიკელმა მილიარდერმა და ფინანსისტმა ტოდ ბოელიმ აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცეული რუსული ენერგოკომპანია „ლუკოილის“ უცხოური აქტივების შესასყიდად კონსორციუმი შექმნა. ამის შესახებ Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბოელიმ რომელმაც გასულ კვირას საფეხბურთო კლუბ „ჩელსიში“ თავისი წილი გაყიდა „ლუკოილის“ აქტივების ხელში ჩასაგდებად აშშ-ის მთავრობისა და სპარსეთის ყურის იმ გავლენიანი პირების მხარდაჭერა მოიპოვა, რომლებიც დონალდ ტრამპის ოჯახთან არიან დაკავშირებულნი.

ბოელის კონსორციუმში შედიან:

• აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) - ამერიკული სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ პროექტებს აფინანსებს; • შეიხი თაჰნუნ ბინ ზაიედ ალ-ნახიანი - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ძმა; • ალ-ხაიატების კატარული ოჯახი - რომელიც უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის პროექტებზე თეთრ სახლთან და ტრამპის ოჯახის წევრებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

ბოელი უკვე რამდენიმე თვეა ამ გარიგებაზე მუშაობს და ცდილობს გადაასწროს საინვესტიციო ჯგუფ Carlyle-ს, რომელთანაც „ლუკოილმა“ შეთანხმებას მიმდინარე წლის დასაწყისში მიაღწია. Carlyle-ის გარიგება ვაშინგტონის ოფიციალურ დასტურს ჯერ კიდევ ელოდება. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლებამ ლუკოილის აქტივების გაყიდვის პროცესი შეგნებულად შეანელა, რათა იგი უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან წარმოებულ მოლაპარაკებებში ბერკეტად გამოიყენოს.

Financial Times-ის წყაროების ცნობით, ბოელის კონსორციუმსა და „ლუკოილს“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწინაურებულ ეტაპზეა.

რუსული ნავთობკომპანია ლუკოილი აშშ-ის სანქციების ქვეშ 2025 წლის შემოდგომაზე მოხვდა, რის შემდეგაც კომპანიამ თავისი უცხოური აქტივების გაყიდვა დაიწყო, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE