მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ამერიკული კომპანიები აზერბაიჯანში $8 მილიარდის ინვესტიციებს ჩადებენ
ამერიკული კომპანიები აზერბაიჯანში $8 მილიარდის ინვესტიციებს ჩადებენ

ამერიკული კომპანიები აზერბაიჯანში $8 მილიარდის ინვესტიციებს ჩადებენ

BM.GE4 ივნისი, 2026, 05:00|bm.ge

ამერიკული კომპანიები აზერბაიჯანში $8 მილიარდის ინვესტიციებს ჩადებენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ და აზერბაიჯანულმა მხარემ ბაქოში შეხვედრა გამართეს და კომერციული ხელშეკრულებები გააფორმეს.

როგორც ირკვევა, ოფიციალური ვაშინგტონი ამ ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მსხვილი კაპიტალის დაბანდებას და აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საკუთარი როლის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კალებ ორმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე აზერბაიჯანს ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსკენ მიმავალი შუა დერეფნის ცენტრალურ ენერგეტიკულ კვანძად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ორმხრივ პარტნიორობაში ამერიკული ნავთობგიგანტები, Chevron-ი და Exxon-ი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა უცნობია, რა რაოდენობის თანხის ინვესტირებაზეა თითოეულის შემთხვევაში საუბარი. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში, კომპანია Chevron-მა გაზისა და ნავთობის ახალი საბადოების საძიებო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. რაც შეეხება ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორ ExxonMobil-ს, მან ახალი საბადოების მოძიებაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი გასულ წელს უკვე მოაწერა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ორმხრივი ეკონომიკური დიალოგი, იმ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და ილჰამ ალიევმა მოაწერეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდაიმედი
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE