
ამწის ქირაობა სრული ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე: მთავარი რისკები
სამშენებლო პროცესისთვის მძიმე ტექნიკის ქირაობა ქართულ ბაზარზე გავრცელებული პრაქტიკაა. ხშირ შემთხვევაში ეს მიდგომა ლოგისტიკურად გამართლებულია. ფიზიკური აქტივის შეძენა, შენახვა და მუდმივი მოვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ დეველოპერისთვის უბრალოდ არარენტაბელურია. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამწის ქირაობასთან ზერელე მიდგომა და რისკების არასწორი მართვა შესაძლოა უფრო ძვირიც დაჯდეს, ვიდრე ამწის ყიდვა.
სათანადო ტექნიკური მხარდაჭერისა და მეთვალყურეობის გარეშე ამწის ქირაობა ხშირად გაუთვალისწინებელი ფინანსური ზარალის მიზეზი ხდება. როდესაც რეგულარულად არ მოწმდება სტრუქტურული, მექანიკური თუ ელექტრო სისტემა, იზრდება დაზიანების რისკებიც. გაუმართაობის გამო ტექნიკის გაჩერება კი ობიექტზე მიმდინარე სხვა სამუშაოების ტემპსაც აფერხებს.
კომპანიები ბილდვეი და ტორქი დეველოპერებს კოშკურა ამწის ერთობლივ მომსახურებას სთავაზობენ ამწის დაზიანების მაქსიმალური პრევენციისთვის. ბილდვეი საქართველოში ფრანგული ამწეების მწარმოებლის, პოტაინის (POTAIN) ექსკლუზიური პარტნიორია. შესაბამისად, ტექნიკის გამართულად მუშაობაზე პასუხისმგებლობას პირდაპირ მწარმოებელი ქარხანა იღებს.
ბილდვეისგან ტექნიკის იჯარის დროს, ამწეს ტორქის ინჟინერთა გუნდი ემსახურება. ტორქის ინჟინრები გადამზადებას პოტაინის საფრანგეთის ქახანაში გადიან და ძირეულად იცნობენ ბრენდის ტექნიკის სპეციფიკას. გუნდი კოშკურა ამწის შერჩევასა და მონტაჟს სიღრმისეულად უდგება. იკვლევს სამშენებლო ტერიტორიას, რელიეფს, მიმდებარე შენობებს, ელექტრო სისტემებს. წინასწარი საინჟინრო აუდიტი მომავალში გაუმართაობის შანსს მინიმუმამდე ამცირებს. დამატებით, მშენებლობის მიმდინარეობისას თვეში ერთხელ ტარდება გეგმური ინსპექცია, რაც ამარტივებს დაზიანებების პრევენციას და საწყის ეტაპზე გამოვლენას.
თუ ტექნიკაზე აღდგენითი სამუშაოებია ჩასატარებელი, ტორქის გუნდი ამასაც უსწრაფესად გაართმევს თავს. ტორქის ამწეების სერვისები ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში. ობიექტზე მისასვლელად კი სპეციალისტებს საშუალოდ 2 საათი სჭირდებათ.