მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანაკლიის პორტამდე მისასვლელი რკინიგზის სავარაუდო ღირებულება $200 მლნ იქნება - ირაკლი კობახიძე
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი რკინიგზის სავარაუდო ღირებულება $200 მლნ იქნება - ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი რკინიგზის სავარაუდო ღირებულება $200 მლნ იქნება - ირაკლი კობახიძე

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 16:08|bm.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი დოლარი იქნება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამშენებლო ტენდერის გამოცხადება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.

რკინიგზის პროექტის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. ამასთან, 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტში პორტთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობისთვის კონკრეტული დაფინანსება მითითებული არ არის. ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მიმდინარეობს.

ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის 2026 წლის ბიუჯეტში 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ძირითადად, გზისთვის საჭირო მიწის გამოსყიდვის მიზნით. 2027 წელს პროექტზე 30 მილიონი ლარის, 2028 წელს 150 მილიონი ლარის, 2029 წელს 170 მილიონი ლარის, ხოლო 2030 წელს 40 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის პროექტში ამ ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამურ ღირებულებად 442 მილიონი ლარია მითითებული.

ამასთან, მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, ანაკლიის პორტმა პირველი გემები 2029 წელს უნდა მიიღოს, მაშინ როდესაც ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მისასვლელი გზის მშენებლობის დასრულება 2030 წელს იგეგმება. უცნობია, როგორ იქნება შეთანხმებული პორტის ამოქმედების გრაფიკი მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვადებთან.

რაც შეეხება უშუალოდ პორტის მშენებლობას, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ამ მიზნით ჯამურად 155 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აქედან 125 მილიონი ლარი პორტის ინფრასტრუქტურის, ტალღმტეხელისა და ფსკერის დაღრმავების სამუშაოებისთვის, ხოლო 30 მილიონი ლარი პორტთან მისასვლელი გზისთვის არის განკუთვნილი. პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან 2024 წლის აგვისტოში გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში მიმდინარეობს. თავდაპირველად ხელშეკრულების ღირებულება 204 მილიონი დოლარი იყო, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე ის 150 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

2026 წლის 1 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შეცვლილი მოდელით გაგრძელდება. კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც საერთაშორისო დონორებისგან დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებაა საჭირო. ნავმისადგომების მშენებლობის შემდეგ სახელმწიფო საპორტო ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი იჯარით კერძო ლოგისტიკურ ჯგუფებზე გაცემას გეგმავს. ეკონომიკის სამინისტროს მოლოდინით, კერძო ოპერატორები სატერმინალო ინფრასტრუქტურაში დამატებით 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 178 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე „ნაცურს“ უწოდებსფორმულა
  • [დავითაძის] კადრებმა აჩვენა, რომ ყველაფერი ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის დაცვით – კობახიძენეტგაზეთი
  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საპატიო თბილისელების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრორუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს რატომ ჭიანურდება ფოთის პორტის გაფართოების პროექტი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს რატომ ჭიანურდება ფოთის პორტის გაფართოების პროექტი

BM.GE

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა

ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა

BM.GE

მთავრობა ვაზიანის აეროპორტის დაფინანსების მოდელს განიხილავს|პრემიერის განმარტება

მთავრობა ვაზიანის აეროპორტის დაფინანსების მოდელს განიხილავს|პრემიერის განმარტება

BM.GE

„ვერავინ გაიგო, რა საჭირო იყო 3 შვილობილი კომპანია“ - კობახიძე რკინიგზაში შუამავლების ჩამოცილებაზე

„ვერავინ გაიგო, რა საჭირო იყო 3 შვილობილი კომპანია“ - კობახიძე რკინიგზაში შუამავლების ჩამოცილებაზე

BM.GE