მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკონსტრუქციისთვის 529,611 ევროს გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკონსტრუქციისთვის 529,611 ევროს გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

ანკარაში საქართველოს საელჩოს რეკონსტრუქციისთვის 529,611 ევროს გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა

BM.GE20 მაისი, 2026, 21:23|bm.ge

თურქეთში საქართველოს საელჩო ანკარაში მდებარე საელჩოსა შენობის, ასევე საელჩოს ეზოს ტერიტორიის რეკონსტრუქციისა და სარემონტო სამუშაოებისთვის 529,611 ევროს ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე წარდგენილი განცხადებიდან ირკვევა.

დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები მოიცავს როგორც საელჩოს, ისე რეზიდენციის შიდა და გარე ინფრასტრუქტურის განახლებას. მათ შორისაა გათბობა-გაგრილების სისტემის მთავარი დანადგარებისა და მილების შეცვლა და გაწმენდა, განათების სისტემის განახლება, ფასადის შეკეთება, ეზოსა და გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია, დაზიანებული ფილების შეცვლა, პოლიკარბონატის კონსტრუქციების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი.

შიდა სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია კედლებისა და ჭერის შეკეთება და შეღებვა, მარმარილოს იატაკის გაპრიალება, შპალერის გამოცვლა, კარებებისა და სანტექნიკის განახლება, კერამიკული ფილების შეცვლა და სხვა სარემონტო სამუშაოები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობის მიხედვით, ანკარაში მდებარე საელჩოსა და რეზიდენციის შენობები საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში 2006 წელს გადავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში შენობებში სრულმასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები პრაქტიკულად არ ჩატარებულა.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ არსებული გათბობა-გაგრილების სისტემა მნიშვნელოვნად გაუმართავია, მილებიდან წყლის ჟონვა კი კედლების დაზიანებას იწვევს. ასევე დაზიანებულია ფასადის ბათქაში და გარე სივრცეში არსებული გრანიტის ფილები, ხოლო რეზიდენციის შიდა სივრცეში დაფიქსირებულია ნესტი, დაზიანებული შპალერი და გაუმართავი სველი წერტილები.

შესყიდვის დასაბუთებაში ხაზგასმულია, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ანკარაში მდებარე საელჩო აქტიურად მასპინძლობს მაღალი დონის შეხვედრებს, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ასევე სამთავრობო დელეგაციებს, რისი გათვალისწინებითაც მნიშვნელოვანია რომ შენობის იერსახეს რენოვაცია ჩაუტარდეს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ სამუშაოების დროულად განხორციელება აუცილებელია, რადგან თურქეთში ინფლაციის ზრდა სამშენებლო მასალებისა და მომსახურების გაძვირებას იწვევს. უწყების ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთში ინფლაციამ 33% შეადგინა, რის გამოც პროექტის ღირებულება უახლოეს პერიოდში შესაძლოა დამატებით 20-30%-ით გაიზარდოს.

დოკუმენტაციის თანახმად, სარემონტო სამუშაოების დაწყება 2026 წლის 20 ივნისიდან იგეგმება და მათი დასრულების სავარაუდო ვადა 6 თვეა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • ევროპაში ბუნებრივი აირი გაძვირდა და მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია - გაზის ფასმა, 2022 წლის შემდეგ პირველად, მეგავატსაათზე 97 ევროს გადააჭარბარუსთავი 2
  • „დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფსტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვის საჭიროებებისთვის 2.86 მილიარდი ევრო გამოუყოფორმულა
ევრო →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE