მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple $5-ტრილიონიანი კომპანია გახდა
Apple $5-ტრილიონიანი კომპანია გახდა

Apple $5-ტრილიონიანი კომპანია გახდა

BM.GE28 ივლისი, 2026, 22:58|bm.ge

ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის გიგანტი, Apple-ი გახდა კაცობრიბოის ისტორიაში მეორე საჯარო კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $5 ტრილიონის ნიშნულს მიაღწია. როგორც ირკვევა, მან ეს შედეგი $4-ტრილიონიანი ზღვრის გადალახვიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში დააფიქსირა.

კომპანიის აქციების ფასი მიმდინარე წელს უკვე 24%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში ზრდამ თითქმის 60% შეადგინა, რაც iPhone-ის წარმატებულმა გაყიდვებმა განაპირობა.

მართალია, ინვესტორები კუპერტინოში ბაზირებულ კომპანიას ხელოვნური ინტელექტის სექტორში ჩამორჩენის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტექნოლოგიური გიგანტების მხრიდან AI-ზე კაპიტალური დანახარჯების ზრდამ მეტად სწორედ ისინი დააზარალა, Apple-ს კი საშუალება მისცა, ბაზარზე სტაბილური ზრდა გაეგრძელებინა. ცნობისთვის, ამჟამად კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტ Google-თან თანამშრომლობს და მის Gemini-ს მოდელს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ასისტენტად იყენებს.

საყურადღებო ფაქტია, რომ $5-ტრილიონიანი ნიშნულის მიღწევა ტიმ კუკის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის ერთ-ერთი ბოლო მიღწევაა. ის სექტემბრიდან თანამდებობას დატოვებს. ცნობისთვის, სწორედ კუკის დროს იქცა Apple-ი პირველად ტრილიონიან ტექ-გიგანტად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი BBC-ზე: თუ ეს მედიაგიგანტი სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაციმედი
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

პრინცესა დიანას "შურისძიების კაბა" აუქციონზე შესაძლოა $300 000-ად გაიყიდოს - Sotheby's

პრინცესა დიანას "შურისძიების კაბა" აუქციონზე შესაძლოა $300 000-ად გაიყიდოს - Sotheby's

BM.GE

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

საფრანგეთმა FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მხარდაჭერა შეწყვიტა

BM.GE

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

მასკის The Boring Company-ის შეფასებამ $23 მილიარდს მიაღწია

BM.GE

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

აზერბაიჯანის გადასამუშავებელი მრეწველობა 3.4%-ით გაიზარდა

BM.GE