მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Apple-ის მომწოდებელი კომპანია ჰონგ-კონგში წლის უმსხვილეს IPO-ს გეგმავს
Apple-ის მომწოდებელი კომპანია ჰონგ-კონგში წლის უმსხვილეს IPO-ს გეგმავს

Apple-ის მომწოდებელი კომპანია ჰონგ-კონგში წლის უმსხვილეს IPO-ს გეგმავს

BM.GE2 ივლისი, 2026, 04:41|bm.ge

ჩინური კომპანია Luxshare Precision Industry, რომელიც Apple-ის iPhone-ებისა და AirPods-ების აწყობას უზრუნველყოფს, გლობალურ ბაზარზე აქციების საჯარო განთავსებას იწყებს.

როგორც ირკვევა, კომპანია 383.5 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს, თითოეულის მაქსიმალური ფასი კი 63.28 ჰონგკონგურ დოლარს შეადგენს. გარიგების შედეგად Luxshare-მა შესაძლოა $3.1 მილიარდი მოიზიდოს, რაც მიმდინარე წელს ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ყველაზე მასშტაბური IPO-ს მაჩვენებელი იქნება.

არსებული ინფორმაციით, შეთავაზებული აქციების 90%-ს საერთაშორისო ინვესტორები მიიღებენ, ხოლო დარჩენილი წილი ჰონგ-კონგელ საცალო მყიდველებზე განაწილდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 24%-ით გაიზარდა და $48.9 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს შემოსავლების თითქმის 80% სამომხმარებლო ელექტრონიკაზე მოდიოდა, კომპანია აქტიურად შედის ახალ სეგმენტებში. მისი საავტომობილო ელექტრონიკის განყოფილება სწრაფად იზრდება და გაყიდვების 11.8%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ორი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იყო. ამასთან, კომპანია საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილ კომპონენტებსაც აწარმოებს.

რაც შეეხება მოზიდული სახსრების განკარგვას, ბირჟიდან მიღებული თანხა საავტომობილო და სამომხმარებლო ელექტრონიკის საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებას, კვლევებს, ინვესტიციებს, საბანკო ვალების დაფარვასა და მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • სომხეთი პოლონეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტში გეგმავსფორმულა
  • რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებადიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE