
Apple-მა სახლის ახალი ჭკვიანი მოწყობილობა HomeView წარადგინა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა სახლისთვის განკუთვნილი ახალი ჭკვიანი მოწყობილობა HomeView ოფიციალურად წარადგინა.
iPad-ის მსგავსი მოწყობილობა კედელზე დასაკიდებლად ან მაგიდაზე განსათავსებლად შეიქმნა და მომხმარებლებს ჭკვიანი საკეტების, თერმოსტატებისა თუ კარზე დამონტაჟებული ზარების მართვაში დაეხმარება. ახალ გაჯეტში ჩაშენებულია განახლებული ხმოვანი ასისტენტის, Siri-ის მოდელიც.
7-ინჩიანი ეკრანითა და სახის ამოცნობის სისტემით აღჭურვილი მოდელის საწყისი ფასი $299-ს შეადგენს, გაყიდვები კი მომდევნო თვეში დაიწყება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Apple-ი ახალი პროდუქტების გამოშვებით ბაზარზე კონკურენციის გაზრდას ცდილობს. კომპანიის მთავარ მეტოქედ კვლავ რჩება Amazon-ი, რომელმაც Echo-ს დინამიკებსა და Ring-ის ჭკვიან კედლის ზარებში სოლიდური ინვესტიციები განახორციელა და გასულ კვირას ბაზარზე პრემიუმ კლასის პლანშეტებიც კი გამოუშვა.
საყურადღებოა, რომ ანალიტიკოსებს ჯერ უჭირთ თქმა, შეძლებს თუ არა განახლებული ციფრული პლატფორმით Apple-ი შედეგის მიღწევას. კვლევითი კომპანია PP Foresight-ის ანალიტიკოსის, პაოლო პესკატორეს განცხადებით, ტექ-გიგანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს დიდ შედეგს, თუ Homeview-სთან სხვა მოწყობილობების ინტეგრირების მასშტაბს მკვეთრად გაზრდის და გაჯეტს ექსკლუზიურად Apple-ის ტექნიკისთვის მორგებულად არ დატოვებს.
ცნობისთვის, Apple-ი ჭკვიანი სახლის ტექნოლოგიების სეგმენტში დამკვიდრებას უკვე მთელი ათწლეულია უშედეგოდ ცდილობს. ახალი კამერებისა და თერმოსტატების ხაზი მიზნად სწორედ ამ მიმართულებით კომპანიის პოზიციების გაძლიერებას ისახავს.
BM.GE
წყარო: bm.ge