
Google-მა Meta-ს Gemini-ს გამოყენება შეუზღუდა
Google-მა Meta-ს Gemini-ს გამოყენება ნაწილობრივ შეუზღუდა. როგორც ირკვევა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Alphabet-ის შვილობილი კომპანიის მონაცემთა ცენტრების შესაძლებლობების მასშტაბებმა მოხმარების ზედა ზღვარს მიაღწია.
არსებული ინფორმაციით, სოციალური ქსელების კომპანიამ Google-ს დამატებითი გამოთვლითი სიმძლავრეების მიწოდება სთხოვა, ტექ-გიგანტმა კი ზედმეტი რესურსის მონახვა ვეღარ შეძლო.
Financial Times-ის ცნობით, ამ შეზღუდვამ Meta-ს შიდა პროექტები მნიშვნელოვნად შეაფერხა. როგორც ირკვევა, მარკ ცუკერბერგის კომპანიის მენეჯმენტს მოუწია, თანამშრომლები გაეფრთხილებინა, რომ არსებული AI რესურსები დაეზოთა და ისინი უფრო ეფექტიანად გამოეყენებინათ. აღსანიშნავია, რომ Google-ში არსებულმა დეფიციტმა გავლენა იქონია სხვა კლიენტებზეც, თუმცა მოთხოვნის მასშტაბების გათვალისწინებით ყველაზე დიდი დარტყმა კომპანია Meta-მ მიიღო.
ცნობისთვის, Meta Google-ის Gemini-ს ძირითადად უსაფრთხოების პროცედურების ავტომატიზაციისთვის იყენებს. მართალია, სოციალური ქსელების გიგანტი საკუთარ სისტემებსაც ავითარებს, თუმცა ის დღემდე ტექნოლოგიური მეტოქის ინფრასტრუქტურაზეა დამოკიდებული.
BM.GE
წყარო: bm.ge